საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

საერთაშორისო ურთიერთობები 0706

პროგრამის ხელმძღვანელი

ივანნა მაჩიტიძე

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

ელ.ფოსტაimachitidze@ibsu.edu.ge.

საკონტაქტო ტელეფონი:+995 32 2595005 (121)

სწავლების საფეხურიბაკალავრიატი (უმაღლესი განათლების I საფეხური)
სწავლების ენაქართული ენა
საგანმანათლებლო

პროგრამის ტიპი

აკადემიური, ძირითადი
კრედიტების რაოდენობაპროგრამა მოიცავს 240 კრედიტს, რომელიც განაწილებულია შემდეგნაირად:

  1. 115კრედიტი– სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსები(მათ შორის: სტაჟირება ან საბაკალავრო ნაშრომი (10 კრედიტი));
  2. 15 კრედიტი– სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსები;
  3. 30 კრედიტი– უცხო ენის კომპონენტი;
  4. 5 კრედიტი– ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  5. 5 კრედიტი– აკადემიური წერა;
  6. 10 კრედიტი– თავისუფალი კრედიტები;
  7. 60 კრედიტი– დამატებითი სპეციალობა (სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს მისთვის სასურველი დამატებითი სპეციალობა ნებისმიერი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებიდან შესაბამისი სასწავლო ენის მიხედვით) / თავისუფალი კრედიტები.

სტუდენტი უფლებამოსილია დამატებითი სპეციალობა ჩაანაცვლოს თავისუფალი კრედიტებით, რაც მას მისცემს საშუალებას აირჩიოს და ისწავლოს მისთვის საინტერესო სასწავლო კურსები.

მისანიჭებელი კვალიფიკაციასოციალური მეცნიერებების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში

დაშვების წინაპირობები

პროგრამაზე სტუდენტი დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. უცხო ქვეყვნის მოქალაქეების ჩარიცხვა მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანისაერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკური და სამართლებრივი დისციპლინების შესწავლის მეშვეობით. პროგრამა ერთმანეთთან აკავშირებს საერთაშორისო ურთიერთობების დარგის თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების მზარდი მოთხოვნების შესაბამისად. ის ითვალისწინებს წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმებით უზრუნველყოფას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას და შესაძლებლობას აძლევს დაეუფლონ როგორც ზოგად, ასევე პროფესიულ ინგლისურ ენას. დიდი ყურადღება ეთმობა კვლევის დიზაინის ძირითადი ელემენტების, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის  სწავლებას.

პროგრამის სავალდებულო სასწავლო კურსები მოიცავს პოლიტიკური აზრის ისტორიას, პოლიტიკურ იდეოლოგიებს, პოლიტიკურ მეცნიერებებს, შედარებით პოლიტიკას, საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიასა და თეორიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოლაპარაკებებსა და კონფლიქტების გადაწყვეტას, გეოპოლიტიკას და ა.შ. თავის მხრივ, ზემოთხსენებული საგნების გავლისთვის საჭირო წინაპირობას ქმნის ისეთი სავალდებულო კურსების შესწავლა, როგორიცაა: მსოფლიო ისტორია, ფილოსოფიის საფუძვლები და სოციოლოგია.

ამასთანავე, სტუდენტები შეისწავლიან თანამედროვე ურთიერთობების ეკონომიკურ ასპექტებსა და სხვა საკვანძო საკითხებს, რომლებიც აყალიბებს თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკას.  საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის საფუძველზე სტუდენტებს უფლება აქვთ აირჩიონ სტაჟირების პროგრამა ან კურსი საბაკალავრო ნაშრომის წერის შესახებ.

სწავლის შედეგებისასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება შემდეგი დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციები:

ცოდნა და გაცნობიერება:

  1. სტუდენტს გააჩნია საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა, შეუძლია აღნიშნული სფეროების თეორიული ასპექტების კრიტიკული გააზრება;
  2. სტუდენტი ფლობს სხვადასხვა პოლიტიკური ინსტიტუტის (სახელმწიფო სტრუქტურები, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური მოძრაობა და სხვ.) როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე საქმიანობის ძირითადი პრინციპების შესახებ ცოდნას;
  3. სტუდენტი ფლობს ცოდნას მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, რითაც მომავალი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი შეიქმნის მყარ საფუძველს თეორიული ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებისათვის;
  4. სტუდენტს გააჩნია პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში არსებული სათანადო ტერმინოლოგიის ცოდნა;
  5. სტუდენტი აცნობიერებს მსოფლიო პოლიტიკის სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში მიმდინარე მოვლენებს, ასევე ფლობს ცოდნას სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებლის შესახებ.

სტუდენტი განივითარებს შემდეგ კომპეტენციებს, რაც დამოკიდებულია მის არჩევანზე დაწეროს საბაკალავრო ნაშრომი ან გაიაროს პრაქტიკა:

  1. ფლობს საბაკალავრო ნაშრომთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თეორიებსა და კონცეფციებს, იცის მისი საგნის არსის სპეციფიკური მახასიათებლები, გზები თუ როგორ გაანალიზოს ემპირიული მასალა თეორიული ჩარჩოების გამოყენებით, მოკლედ და კონკრეტულად იძლევა რეკომენდაციებს, პროგნოზირებებსა და გეგმებს;
  2. ესმის დავალების არსი და სირთულე, სტაჟირების პროცესში აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, იცის თუ როგორ განსაზღვროს დავალებისთვის პრიორიტეტები, კრეატიულად უდგება მის საქმეს, იძიებს საჭირო ინფორმაციას მოცემული დავალებისთვის და ამზადებს ანალიტიკური და სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტებს, აანალიზებს და განმარტავს მოცემულ სიტუაციებს, აგროვებს შესაბამის მონაცემებს, აყალიბებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, და იცის თუ როგორ განსაზღვროს კარიერის მიზნები სამუშაო გამოცდილების და პროფესიული უნარების შეძენის საფუძველზე.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

  1. სტუდენტს შეუძლია საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში სამეცნიერო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული მითითებების შესაბამისად კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება.
  2. სტუდენტს შესწევს უნარი სწავლის პროცესში მიღებული ცოდნა და უნარები გამოიყენოს კონკრეტული პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტისათვის საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის  მიმართულებით, შესაბამისი წყაროს მოძიების, განმარტებისა და გამოყენების მეშვეობით;
  3. სტუდენტი ფლობს პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავების უნარს, ამასთან, შეუძლია გაითვალისწინოს საზოგადოებრივი ინტერესები, ღირებულებები, აგრეთვე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორები;
  4. სტუდენტს აქვს მიღებული ცოდნის საფუძველზე მუშაობის პროცესში პრობლემის დანახვის და პრობლემის არსის განსაზღვრის უნარი;
  5. სტუდენტს გააჩნია პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ინფორმაციის მოძიების, ასევე პრობლემის გადაჭრის გზის დასახვისა და ამ გზის შესახებ თეორიული მსჯელობის არგუმენტირებულად ჩამოყალიბების უნარი;
  6. სტუდენტს აქვს კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების იდენტიფიცირებისა და გამოყენების უნარი.

სტუდენტი განივითარებს შემდეგ კომპეტენციებს, რაც დამოკიდებულია მის არჩევანზე დაწეროს საბაკალავრო ნაშრომი ან გაიაროს პრაქტიკა:

  1. ჩაატაროს კვლევა ეტაპობრივად, მოცემული მითითებების გათვალისწინებით; მოახდინოს ეფექტური ორგანიზება და შეასრულოს ანალიტიკური სახის დავალებები, რომლებიც დიდია მოცულობით და შეზღუდულია დროში; საბაკალავრო ნაშრომის წერისას განივითაროს და გამოიყენოს მიღებული ცოდნა შემდგომი კვლევებისათვის;
  2. გამოიყენოს კომპეტენციები, რომლებსაც ის განივითარებს სტაჟირების დროს გარკვეული სახის დავალებების შესრულებისას და შეიმუშაოს შესაბამისი ტიპის დოკუმენტები საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში; მიღებული ცოდნის საფუძველზე გაითვალისწინოს და განსაზღვროს პრობლემები; გამოიყენოს მნიშვნელოვანი უნარები კონკრეტული დავალების მოსაგვარებლად;

დასკვნის უნარი:

სტუდენტს შეუძლია:

  1. შეაგროვოს საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში არსებული მასალები მათი შემდგომში დამუშავების მიზნით;
  2.  საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ინფორმაციის მიღება და გადამუშავება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, მონაცემთა ინტერპრეტაცია;
  3. პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების განსაზღვრა,  საკუთარი პოზიციის დასაბუთება და დაცვა, შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება;
  4. მიმდინარე მოვლენებზე არსებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიტიკური და სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება;
  5. საერთაშორისო ურთიერთობების სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, ასევე გამოყენებული მონაცემებისა და/ან სიტუაციების ანალიზი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება;
  6. შესწევს უნარი, დაადგინოს ინფორმაციის წყაროები. იცის ბიბლიოგრაფიასთან მუშაობა, შეუძლია მოიძიოს როგორც ქაღალდზე არსებული, ასევე ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ინფორმაცია.

სტუდენტი განივითარებს შემდეგ კომპეტენციებს, რაც დამოკიდებულია მის არჩევანზე დაწეროს საბაკალავრო ნაშრომი ან გაიაროს პრაქტიკა:

  1. კრიტიკულად შეაფასოს სხვადასხვა აზრი, პარადიგმები, ტრადიციები, მიდგომები, ინტერპრეტაციები და შესაბამისად ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია; გაითვალისწინოს საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში არსებული კომპლექსური პრობლემები და შესაბამისი უნარებითა და ცოდნით მოაგვაროს ისინი; შეიმუშაოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები პოლიტიკის შესახებ;
  2. მოიძიოს სტაჟირების მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია; კარეირული განვითარების მიზნით შეიმუშაოს კარიერული გეგმები; იმუშაოს მენტორის ხელმძღვანელობით, ჩამოაყალიბოს დასკვნა/გადაწყვეტილება მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე; მიიღოს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მისი მოვალეობის შესრულებისას.

კომუნიკაციის უნარი:

სტუდენტი კომპეტენტურია თავის სპეციალობაში და აქედან გამომდინარე შეუძლია საქმიანი დისკუსიის წარმართვა;

  1. სტუდენტს შეუძლია ქართულ ენაზე პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში არსებული იდეების, კონცეფციების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის და სხვა შესაბამისი ხასიათის დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი დაინტერესებული პირებისათვის დოკუმენტში არსებული ძირითადი ასპექტების ზეპირი პრეზენტაცია.

უცხო ენაზე:

  1. შეუძლია ინგლისურ ენაზე საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში წინასწარი მომზადებით კონკრეტულ საკითხზე კვლევის განხორციელება (სტატიის დაწერა, საერთაშორისო პოლიტიკის პრობლემების გაანალიზება, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა და ა.შ.);
  2. სწავლის პერიოდში არჩეულ ერთ-ერთ უცხო ენაზე (ესპანური, თურქული, რუსული, გერმანული) შეუძლია გადასცეს ინფორმაცია და წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება უცხოელ პარტნიორთან ურთიერთობის პროცესში, ასევე მოისმინოს უცხოელი პარტნიორის მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, გააჩნია უნარი გაითვალისწინოს და პატივი სცეს დისკუსიის პროცესში მონაწილეთა პოზიციას.

ვერბალური კომუნიკაცია:

სტუდენტს:

  1. აქვს საკუთარი პოზიციის ნათლად და დეტალურად გადმოცემის  უნარი;
  2. გააჩნია დებატებში მონაწილეობისა და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთების უნარი;
  3. შეუძლია წერილობით დოკუმენტებში ასახული ინფორმაციის ზეპირი პრეზენტაცია;
  4. შეუძლია მოსმენილი ინფორმაციიდან მნიშვნელოვანი ნაწილების გამოყოფა და მათი დამუშავებული სახით ზეპირად გადაცემა.

წერილობითი კომუნიკაცია:

სტუდენტს:

  1. აქვს განსხვავებულ საკითხებთან დაკავშირებით დეტალური წერილობითი ანგარიშისა და ანალიტიკური ხასიათის მასალის მომზადების უნარი;
  2. გააჩნია წერის აკადემიური სტანდარტების გამოყენების უნარი;
  3. შეუძლია არგუმენტირებული მოსაზრების წერილობითი სახით ჩამოყალიბება;
  4. შეუძლია საქმიანი დოკუმენტის შედგენა დიპლომატიური და პოლიტიკური ტერმინოლოგიის გამოყენებით;
  5. შეუძლია დიდი მოცულობის მქონე ინფორმაციიდან მნიშვნელოვანი ნაწილების გამოყოფა და წერილობით ასახვა.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  გამოყენება:

  1. თანამედროვე პერიოდში არსებული რეალობის გათვალისწინებით სტუდენტი იცნობს და თავისუფლად იყენებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს;
  2. სტუდენტს შეუძლია ელექტრონულ დოკუმენტებთან, ელექტრონულ ცხრილებთან, პრეზენტაციებთან, მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
  3. სტუდენტს გააჩნია საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში არსებული შესაბამისი საინფორმაციო ბაზებისა და პროგრამების გამოყენების უნარი.

სტუდენტი განივითარებს შემდეგ კომპეტენციებს, რაც დამოკიდებულია მის არჩევანზე დაწეროს საბაკალავრო ნაშრომი ან გაიაროს პრაქტიკა:

  1. შეუძლია მოამზადოს ვრცელი, სტრუქტურული კვლევა წერილობითი ფორმით; იმსჯელოს და მართოს დისკუსიები თეზისის დაცვის დროს, უპასუხოს კრიტიკულ შეკითხვებს და დაასაბუთოს მისი განმარტებები;
  2. აქვს უნარი ზეპირად წარადგინოს პრეზენტაცია ან სტაჟირებისას მენტორის მიერ დავალებული სიტყვიერი გამოსვლები; შეუძლია გადმოსცეს პოზიცია/ არგუმენტები ჯგუფის/თანამშრომლების/ სტაჟიორების წევრებში გარკვეული პრობლემების მოსაგვარებლად.

სწავლის უნარი:

  1. სტუდენტს შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის დეტალური გათვითცნობიერება, კონკრეტულ სასწავლო სემესტრში არსებული სალექციო კურსების შესაბამისად შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს კონკრეტული სალექციო კურსის გარშემო ცოდნის გაღრმავებას;
  2. შეუძლია დამოუკიდებლად მოიპოვოს შესაბამისი ლიტერატურა, მათ შორის, ელექტრონული მასალა და შესაბამისი წყაროების გამოყენებით, აიმაღლოს ცოდნა და კვალიფიკაცია, ინდივიდუალურად იმუშაოს შესაბამის დისციპლინაში არსებულ სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურასთან.

კითხვა  – დამოუკიდებლად და სწრაფად შეუძლია ქართულ ენაზე სხვადასხვა თემებზე დაწერილი ან გამოქვეყნებული ტექსტების კითხვა; ინფორმაციის სხვადასხვა წყაროების გამოყენება.

წერა  – შეუძლია ქართულ ენაზე წერილობით მკაფიოდ ჩამოაყალიბოს თავისი მოსაზრებები და პოზიცია სხვადასხვა თემებზე; შეუძლია ანგარიშის და ანალიტიკური ხასიათის მასალის მომზადება, წერილობითი პოზიციის დაფიქსირება სხვადასხვა შეხედულებებთან დაკავშირებით.

სტუდენტი განივითარებს შემდეგ კომპეტენციებს, რაც დამოკიდებულია მის არჩევანზე დაწეროს საბაკალავრო ნაშრომი ან გაიაროს პრაქტიკა:

  1. მიუახლოვდეს საკვლევ თემას სხვადასხვა მოსაზრებებიდან გამომდინარე; შეასრულოს ინტენსიური კვლევითი სამუშაოები და მათი შედეგები შეზღუდულ დროში; გამოიყენოს თანამედროვე აპლიკაციები, კვლევის სისტემები, აკადემიური წყაროების მონაცემთა ბაზები კვლევაზე ან ნაშრომზე მოშაობის დროს;
  2. შეაფასოს საკუთარი საქმიანობა; დამოუკიდებლად მოიძიოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დასახოს გეგმა და დაასაბუთოს ის შესაბამისი მოსაზრებებით, რომ დროულად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა; დასახოს სამუშაო გეგმა მოცემული დავალების შესასრულებლად, გამოამჟღავნოს თვით-შეფასების უნარი; ისწავლოს თუ როგორ შეუთავსოს ერთმანეთს დამოუკიდებელი და ჯგუფური სამუშაო სტაჟირების პროცესში.

ღირებულებები:

  1. სტუდენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკის და დიპლომატიის სფეროსა და საზოგადოდ ეთიკური ღირებულებების ფორმირების პროცესში და ისწრაფვის მათ დასამკვიდრებლად:
  2. სტუდენტს გამომუშავებული აქვს იმ ეთიკური პრობლემების ამოცნობის, შესაბამისი გადაწყვეტილებების  შერჩევისა და დაცვის უნარი, რომელსაც ადგილი აქვს დიპლომატიასა და პოლიტიკის სფეროში;
  3. სტუდენტი აცნობიერებს სამართლებრივი, ეთიკური და კულტურული პასუხისმგებლობის როლს ორგანიზაციაში და საზოგადოებაში,  გააჩნია პროფესიული პასუხისმგებლობა;
  4. სტუდენტი მონაწილეობს ღირებულებების ფორმირების პროცესში და ისწრაფვის მათ დასამკვიდრებლად;
  5. სტუდენტს აქვს მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნებისა და მოქალაქეობრივი მოვალეობა;
  6. სტუდენტი პატივს სცემს თანამედროვე მსოფლიოში დამკვიდრებულ დემოკრატიულ ფასეულობებს და მოქმედებს მათ შესაბამისად.

სტუდენტი განივითარებს შემდეგ კომპეტენციებს, რაც დამოკიდებულია მის არჩევანზე დაწეროს საბაკალავრო ნაშრომი ან გაიაროს პრაქტიკა:

  1. პატივს სცემს როგორც აკადემიური პატიოსნების სტანდარტებს, ასევე სხვადასხვა მეცნიერულ და მეთოდოლოგიურ მიდგომებს;
  2. წვლილი შეაქვს ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში და იცავს მათ მთელი პროფესიული განვითარების პროცესში; პატივს სცემს სტაჟირებისას ჩამოყალიბებულ კორპორატიულ ღირებულებებს და სამუშაო ადგილზე თუ პოლიტიკაში არსებული მოსაზრებებისა და პოზიციების სხვადასხვაობას, და იცავს მათ მთელი პროფესიული განვითარების განმავლობაში.
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა

შეფასების მიზანია განსაზღვროს სტუდენტის სწავლის შედეგები აკადემიური პროგრამის მიზნებთან და პარამეტრებთან მიმართებით.

შეფასების სისტემა დაფუძნებულია შემდეგ პრინციპებზე:

გამჭვირვალობა– ინფორმაცია შეფასების მეთოდებსა და კრიტერიუმებზე ხელმისაწვდომია ყველასათვის. სტუდენტს სემესტრის დასაწყისშივეეცნობება როდის და რა კრიტერიუმებით შეფასდება მისი ცოდნა;

სისტემატიურობა– შეფასება არ არის ერთჯერადი აქტი, ის პროცესია, რომელიც სტუდენტს გამოუმუშავებს მუდმივ მზადყოფნას გამოავლინოს

საკუთარი ცოდნა და უნარი, ხოლო სასწავლო კურსის ხელმძღვანელს –

განახორციელოს მონიტორინგი სტუდენტის ცოდნის შეძენისა და განვითარების პროცესზე;

სამართლიანობა– სტუდენტის ცოდნის შეფასებახორციელდება ერთიანი, ყველასათვის საერთო სტანდარტების საფუძველზე.

სტუდენტთაცოდნისშეფასებამოხდება100 ქულიანისისტემით

შეფასების  სისტემაუშვებს:

ხუთი სახის დადებით შეფასებას:

1)   (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

2)   (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;

3)   (C)  კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;

4)   (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;

5)   (E)  საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60%;

დასკვნით გამოცდაზედაშვებისათვის სავალდებუალოა, რომ შუალედური შეფასებებიდან სტუდენტს დაგროვებული ჰქონდეს 19 ქულა (11 %).

საბოლოო შეფასებისმიზნებისათვის (კრედიტის მინიჭებისათვის) დასკვნით გამოცდაზე გასვლა სავალდებულოა და ჩაბარებულად ითვლება, თუ სტუდენტმა დასკვნითი გამოცდის 100ქულიდან მიიღო სულ მცირე 40 ქულა (40%-დან 16 %).

ორი სახის უარყოფით  შეფასებას:

1)  (FX)  ვერ ჩააბარა– მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა  სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.

 

დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს სტუდენტს თუ:

ა) სტუდენტის ჯამური სემესტრული ქულა (შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის ჯამი) არის 41%-50%;

ბ) სტუდენტის ჯამური სემესტრული ქულა (შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის ჯამი) არის არანაკლებ 41% და მან ვერ გადალახა დასკვნითი გამოცდისათვის დაწესებული მინიმალური ზღვარი – 100 ქულიდან 40 ქულა (40%-დან 16%).

2)  (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დაგეგმილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება ზემოთ მოყვანილი ერთ-ერთი დადებითი შეფასებებით.

დასაქმების სფეროსაერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულთა მაღალი დონის კონკურენტუნარიანობას და დასაქმების ბაზარზე ზრდადი მოთხოვნების დააკმაყოფილებას. სწორედ ამ მიზნით, პროგრამის შინაარსი შემუშავებულია როგორც გამოცდილი აკადემიური და ადმინისტრაციული შტატის, აგრეთვე პოტენციური დამსაქმებლების რეკომენდაციებითა და შეფასებებით. ბაკალავრის ხარისხის მინიჭებიდან, კურსდამთავრებულს აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია, რომ დასაქმდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, შესაბამის საჯარო (მაგ.: პროფილურ სამინისტროებში, როგორიცაა საგარეო საქმეთა სამინისტრო ან სხვა დეპარტამენტის სტრუქტურებში, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის საკითხებში, და ასევე დასაქმდნენ საელჩოებში) და კერძო სექტორის (არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებსა თუ ცენტრებში) სტრუქტურებში, რომლებიც ჩართულნი არიან საერთშორისო ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში. საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა უფლებას აძლევს კურსდამთავრებულებს განაგრძონ აკადემიური განვითარება და ისწავლონ სამაგისტრო და შემდეგ სადოქტორო საფეხურებზე.