გაცნობებთ, რომ საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის  მე-9 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.

მიმდინარე წლის სექტემბრიდან  25 სექტემბრამდე ოქტომბრის  ჩათვლით, გთხოვთ, უზრუნველყოთ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელი თანხმობის ფორმის ხელმისაწვდომობა დანართი 1 და დანართი 2-ის შესაბამისად, რომელთაც განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, არიან თქვენი ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტები, გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B” (81-90%) ძალიან კარგი); აგრეთვე, იმ პირთა მონაცემები, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით, მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი და განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: (+995 32) 2197755.