ყურადღება!!!

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს ახალ კონკურსს #დღე_იბსუში!!!

გააღვიძე შენი კრეატიულობა!

აღწერე შენი ყოველდღიურობა იბსუში

და მოიგე სხვადასხვა პრიზები!

 

კონკურსში მონაწილეობისთვის თქვენ უნდა შექმნათ ნებისმიერი ტიპის ვიზუალური მასალა ვიდეო-ფორმატში (ჩაწეროთ ვიდეო-ამბავი, გააკეთოთ ფოტო-კოლაჟი, გადაიღოთ იბსუ-პერფორმანსი და ა.შ.) რომელიც აღწერს თქვენს დღეს ან დღეებს იბსუში.

დღეიდან გამოგვიგზავნეთ ნამუშევრები ფაკულტეტის ოფიციალური FACEBOOK გვერდის ინბოქსში. ჩვენ მას ავტვირთავთ ჰეშთეგით #დღე_იბსუში #დღეFSSზე. ხოლო 10 დეკემბერს გამოვავლენთ სხვადასხვა ნომინაციებს.

გამარჯვებულები შეირჩევიან და დაჯილდოვდებიან:

I ადგილი – 50GEL სასაჩუქრე ბარათი თბილისი მოლისგან გუნდის თითოეული წევრისთვის;

II ადგილი40GEL სასაჩუქრე ბარათი თბილისი მოლისგან გუნდის თითოეული წევრისთვის;

III ადგილი30GEL სასაჩუქრე ბარათი თბილისი მოლისგან გუნდის თითოეული წევრისთვის.

და ბოლოს, გამარჯვებული გუნდების ყველა წევრი მიიღებს ერთ ბოულინგ-საღამოს ფაკულტეტისგან!

მონაწილეობისთვის საჭიროა:

  • ორიგინალურობა;
  • კრეატიულობა;
  • ხანგრძლივობა 1-3 წთ;
  • თანაავტორობა მაქს. 4 სტუდენტისთვის;
  • იყოთ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • ნამუშევრების გამოგზავნა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამარჯვებულის გამოვლენის დღემდე;
  • ავტორობის უფლებების დაცვით!

სპეციალური კომისია შეარჩევს საუკეთესო ნაშრომების ავტორებს მოწონებების და გაზიარების რაოდენობის გათვალისწინებით, და მეორე მხრივ ზემოთ მოცემული ტექნიკური და შინაარსობრივი კრიტერიუმების შეფასებით.

 

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გისურვებთ წარმატებებს!