პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი

ნინო კერესელიძემ დაიცვა დოქტორის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, სენტ ენდრიუს უნივერსიტეტში (St Andrews) „ღია საზოგადოების ფონდისა“ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გრანტებით (2015). იმავე დარგში, საქართველოს პრეზიდენტის გრანტით, მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპისმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU), ბუდაპეშტში და პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში (VU). 2012 წლიდან კითხულობს ლექციებს საერთაშორისო ურთიერთობებზე, ევროკავშირის მმართველობასა და უსაფრთხოებაზე ტიუტორის სახით სენტ ენდრიუსში, მოწვეული ლექტორის რანგში ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში.

იბსუ-ში 2017 წლიდან იკავებდა ხელმძღვანელ ადმინისტრაციულ და აკადემიურ პოზიციებს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის კოორდინატორის, პოლიტიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცე-დირექტორისა და ასოცირებული პროფესორის სახით.

ნინოს გააჩნია კველევის ათწლიანი გამოცდილება. იყო კვლევითი ასისტენტი საგარეო პოლიტიკის ცენტრში (FPC think tank) და მკვლევარი „საერთაშორისო განგაშში“ (NGO International Alert) (2009-10) რეზიდენციით ლონდონში, ხოლო მიწვეული მკვლევარი ისტორიკოსთა ევროპულ ასოციაციაში „ევროკლიო“ (EUROCLIO) (2011) – ჰააგაში. გამოქვეყნებული აქვს საერთაშორისო, მათ შორის, რეფერირებულ და ინდექსირებულ, გამოცემებში 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

სამეცნიერო-აკადემიური საქმიანობის მიღმა, ნინო მსახურობდა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (2012-2015), საგარეო საქმეთა სამინისტროში (2016), საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (2007) და გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ლონდონის სამდივნოში (UN IMO) (2014-15). 2018 წლიდან არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის დეპარტამენტის საერთაშორისო და დონორებთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი.

ოფისი: A404
შიდა: 154
ელ-ფოსტა: nkereselidze@ibsu.edu.ge