კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი

ნიკა ჩიტაძე გახლავთ კავკასიის გეოპოლიტიკის, მსოფლიო პოლიტიკური და სტრატეგიული საკითხების სპეციალისტი. ამჟამად იგი გახლავთ საერთაშორისო სწავლების ცენტრის დირექტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. იგი ასევე გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრის კურსდამთავრებულთა კავშირის, საქართველო – საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი. ნიკა ჩიტაძე გასულ პერიოდში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად, აგრეთვე იგი გახლდათ საქართველოს ნავთობისა გა გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი. მას აგრეტვე ეკავა წამყვანი თანამდებობები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კვლევებისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტში, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში. ნიკა ჩიტაძემ განათლება მიიღო როგორც საქართველოში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სადაც მან მიიღო დოქტორის ხარისხი და საქართველოს დიპლომატიური აკადემია), ასევე საზღვარგარეთ, კერძოდ იგი სწავლობდა ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპის უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელ კვლევით ცენტრში (გერმანია), გაიარა სამეცნიერო სტაჟირება ოქსფორდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) და სხვადსხვა სასწავლო კურსები ევროპის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელსა და კვლევით ცენტრში. გეოპოლიტიკის, პოლიტიკური გეოგრაფიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით იგი გახლავთ 170 სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის, აგრეთვე 6 წიგნის ავტორი.