საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო პროცესის ადმინისტრატორი

ალექსანდრა ლატარია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს 2017 წლის ოქტომბერში შეუერთდა. საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სწავლობდა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების (ჩინეთი) მიმართულებით. გაცვლითი პროგრამით სწავლობდა უხანის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, სადაც გაიარა ჩინური ენისა და ლიტერატურის ერთ წლიანი კურსი. 2010 წლიდან სწავლობდა ლანჯოუს უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე. 2016 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). ალექსანდრა ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტია. მუშაობდა თბილისის ღია უნივერსიტეტში პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. გამოცემული აქვს პირველი ქართულ-ჩინური სასაუბრო. ასევე  არის ნობელიანტი მწერალ მო იენის რომანების მთარგმნელი ჩინური ენიდან.

ოფისი: A512

შიდა: 121

ელ-ფოსტა: alataria@ibsu.edu.ge