სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკა კურსდამთავრებულებთან მიმართებაში მოიაზრებს, რომ ჩვენი ურთიერთობები სტუდენტებთან უნივერსიტეტის გამოსაშვები ცერემონიის შემდეგ არ სრულდება. ჩვენ ვინარჩუნებთ მჭიდრო ურთიერთობებს კურსდამთავრებულებთან და ვცდილობთ ვაგრძნობინოთ, რომ ისინი კვლავ უნივერსიტეტის ნაწილი არიან. ამჟამად სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს 250-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. ჩვენ შევაგროვეთ მონაცემები მათ შესახებ, დავინტერესდით დასაქმების მაჩვენებლებით და განვსაზღვრეთ მათი პროფესიული ინტერესები. კარიერული დაგეგმვის ცენტრთან თანამშრომლობით ხდება მათთვის დასაქმების უკეთესი შესაძლებლობების ძიება და პროცესში მხარდაჭერა. უნივერსიტეტი ასევე სთავაზობს სტუდენტებს მათთვის საინტერესო კურსებს ფასდაკლებით შზსუ-ს ტრენინგების ცენტრში. ამასთან, ფაკულტეტი პერიოდულად მართავს არაფორმალურ შეკრებებს კურსდამთავრებულების სოციალიზაციისთვის.