ასოცირებული პროფესორი, დოქტორი

ბატონი ამირანი კარიერული დიპლომატია. სხვადასხვა დროს იკავებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორისა და მინისტრის მოადგილის თანამდებობებს. იყო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში, წმინდა საყდართან, შვეიცარიაში. ასევე მსახურობდა როგორც მუდმივი წარმომადგენელი გაეროსა და ჟენევაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ხელმძღვანელობდა ქვეყნის დელეგაციას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების დროს. არჩეული იყო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ვიცე-პრეზიდენტად. 2011-2014 წლებში ბატონი ამირანი მოღვაწეობდა ენერგეტიკის სფეროში, სხვადასხვა ნავთობ და გაზის კომპანიებში. არის არაერთი წიგნისა და სტატიის ავტორი.

საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე კითხულობს საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის ისტორიის სალექციო კურსებს.

ელ-ფოსტა: akavadze@gmail.com