2018 წლის 12 ოქტომბერს გაიმართა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ინიცირებული პროექტის „სტუდენტთა სარეიტინგო სისტემის“ მეხუთე და მეექვსე ეტაპის გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება. 2017-2018 აკადემიური წლის შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრში ფაკულტეტის სტიპენდიანტები გახდნენ საერთაშორისო ურთიერთობების ქართულენოვანი პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ცისია ქოჯური და ეკონომიკის ინგლისურენოვანი პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი თამარ ჭანტურია. პროექტის ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 10-ზე მეტი სტუდენტი დაჯილდოვდა მიმდინარე სწავლის გადასახადზე 10%-იანი ფასდაკლებით, იბსუს ტრენინგ-ცენტრში მათთვის სასურველი ერთი ტრენინგით და წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ 50-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერებით.

შეხვედრაზე, ასევე, მოხდა პროექტის მეშვიდე ეტაპის წარდგენა. სტუდენტთა სარეიტინგო სისტემა არის სტუდენტების ჩართულობის სტრატეგიის ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც გულისხმობს სტუდენტების რეიტინგის შედგენას მათ მიერ კლასგარეშე და არაპროგრამულ ღონისძიებებში გამოჩენილი აქტიურობის მიხედვით როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პროექტის ძირითადი პრინციპი გულისხმობს სტუდენტთა რეიტინგის დადგენას მოცემული კრიტერიუმებისთვის მინიჭებული ქულების დაჯამების გზით.

ტრადიციულად, შეხვედრა დასრულდა დეკანის და გამარჯვებული სტუდენტების მიერ ფაკულტეტის ტორტის გაჭრით.

  • 8O2A2015 (1)
  • 8O2A2006 (2)
  • 8O2A2040 (1)
  • 8O2A2042 (1)
  • 8O2A2027 (1)
  • 8O2A2066 (1)
  • 8O2A2055 (1)
  • 8O2A2068 (1)
  • 8O2A2070 (1)
  • 8O2A2082 (1)
  • 8O2A2090 (1) (1)
  • 8O2A2087 (1) (1)
  • 8O2A2100 (1)
  • 8O2A2095 (1) (1)
  • 8O2A2105 (1)
  • 8O2A2114 (1)
  • 8O2A2121 (1)
  • 8O2A2129 (1)
  • 8O2A2018 (1)
  • 8O2A2021 (1)
  • 8O2A2013 (1)
  • 8O2A2025 (1)