20 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის ინიციატივით, დაიწყო ორ დღიანი პროექტი „public speaking about economics”, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები. პროექტის პირველ დღეს, კლუბის წევრებმა მონაწილეებს ჩაუტარეს ლექცია და ტრენინგი ეკონომიკასა და საჯაროდ სიტყვით გამოსვლის ტექნიკებზე. მონაწილეებს სიტყვის დასაწერად 2 დღე ექნებათ, 23 დეკემბერს კი ჩატარდება უშუალოდ სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

  • kristi