კონფერენცია თემაზე “ინსტიტუტები, ინოვაციები და საზოგადოება”

18 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა ფართომასშტაბიანი კონფერენცია თემაზე “ინსტუტუტები, ინოვაციები და საზოგადოება”, რომელმაც საფუძველი ჩაუდო სოციალური ინსტიტუციონალური პლატფორმის განვითარებას. კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა წარმოადგინეს ინოვაციური პროექტები სახელმწიფოს სისტემის რეფორმაციის შესახებ. მონაწილეებმა შემოგვთავაზეს განათლების სისტემის დღევანდელი პრობლემები და მათი მოგვარების გზები, ჯანდაცვაში არსებული გამოწვევების გადაჭრის ვარიანტები, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის და განვითარების…

23-05-2017სრულად ნახვა

ISFED-ის სემინარი თემაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება

10 მაისს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა სემინარს “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება”, რომელსაც ახორციელებს “სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ახალგაზრდა ამომრჩევლების საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება არჩევნებში მათი ჩართულობის გაზრდისთვის. სემინარის ფარგლებში სტუდენტებს მოუწიათ დიკსუსიაში ჩართვა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა არჩევნების მნიშვნელობა, ხელისუფლების დანაწილება, არჩევნების…

12-05-2017სრულად ნახვა

მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია თემაზე „თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება – ინიციატივის დადებითი და უარყოფითი მხარეები“

10 მაისს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია თემაზე  „თვითმმართველიქალაქებისრაოდენობისშემცირება- ინიციატივისდადებითიდაუარყოფითიმხარეები“. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა კურსის სტუდენტები და საკითხზე მომუშავე სხვადასხვა ექსპერტები. საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტებმა წარმოადგინეს ერთობლივი პოზიცია აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, მოკლედ მიმოიხილეს მოსალოდნელი ცვლილებების დადებითი…

12-05-2017სრულად ნახვა

გაეროს მოდელირება შესავალი პოლიტიკის მეცნიერებისა და შედარებითი პოლიტიკის სალექციო კურსის ფარგლებში

2017 წლის 4 და 6 მაისს შესავალი პოლიტიკის მეცნიერებისა და შედარებითი პოლიტიკის სალქეციო კურსის ფარგლებში გაიმართა გაეროს მოდელირების საგაზაფხულო სესია თემაზე “გაეროს სადამკვირვებლო მისიის აღდგენა საქართველოში”. სესიაზე სტუდენტებმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი) და მოწვეული ქვეყნების დელეგატებმა წარმოადგინეს პოზიციის ფურცლები, გამართეს დებატები. ორ…

12-05-2017სრულად ნახვა

მე-5 ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია “კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან თანამშრომლობით ყოველწლიურ ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია “კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები” გამართა. კონფერენციის თემატიკა მოიცავდა მრავალ ასპექტს, როგორიცაა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებები, თანამედროვე სოციალური გარემო და სხვა. შესაბამისად, კონფერენციაში მონაწილეობის…

12-05-2017სრულად ნახვა

სტუდენტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების სერია დაიწყო!

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით სტუდენტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების სერია დაიწყო. მოტივირებულ და მიზანდასახულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, სრულიად უფასოდ გაიარონ ტრენინგები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ ზრდასა და განვითარებას. პროექტის პირველი ეტაპი 25 აპრილს დაიწყო და მოიცავს ორდღიან ტრენინგს „საჯარო…

12-05-2017სრულად ნახვა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან

2017 წლის 10 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტი ითვალისწინებს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელშეწყობას სტუდენტებისთვის გამგეობის სათანადო სამსახურებში პრაქტიკის გავლის გზით, თანამშრომლობას საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებსა და სფეროებში. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აქტიურად მუშაობს რეგიონებში მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოებაზე.…

12-05-2017სრულად ნახვა

სამშვიდობო საკითხებზე სადისკუსიო პლატფორმის მეორე ეტაპი

24 მარტს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ორგანიზებით ჩატარდა სამშვიდობო საკითხებზე სადისკუსიო პლატფორმის მეორე ეტაპი. სადისკუსიო ვორქშოფი მოიცავდა ქართული და აფხაზური ბიოგრაფიული ინტერვიუების მოსმენას და ანალიზს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებმა მოისმინეს  ქართველი და აფხაზი რესპოდენტების ბიოგრაფიული ინტერვიუები, ნახეს ქართულ-ოსური კონფლიქტის თემაზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი და დისკუსიის რეჟიმში განიხილეს საკითხი…

12-05-2017სრულად ნახვა

რუმინეთის ელჩის შეხვედრა FSS სტუდენტებთან გადაცემაში „პანორამა“

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშრისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ტელეკომპანია „იბერია TV”-ს მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ტოქ-შოუში „პანორამა“. გადაცემა მიეძღვნა რუმინეთის ელჩის რადუ ჰორუმბას ლექციას თემაზე „შავი ზღვის უსაფრთხოება“. ბატონ ელჩთან ერთად გადაცემას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან უძღვებოდნენ სამხედრო ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა და პოლიტიკური ანალიტიკოსი გია აბაშიძე. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გამოეხატათ…

12-05-2017სრულად ნახვა

„გადაწყვეტილების მიღება ვიზალიბერალიზაციის პროცესში“ – დავით სოლომონიას საჯარო ლექცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

24 მარტს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის დავით სოლომონიას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე „გადაწყვეტილების მიღება ვიზალიბერალიზაციის პროცესში“. ბატონმა დავითმა საჯარო ლექციის ფარგლებში ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკურ და სოციალურ მნიშვნელობაზე. სტუმარმა მიმოიხილა ის ბიუროკრატიული მექანიზმები, რომლის ამოქმედებაც დასჭირდა ქვეყანას ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მისაღწევად. საუბარი შეეხო ასევე…

12-05-2017სრულად ნახვა