ზრდასრულთა განათლების კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა (ფორმალური და არაფორმალური) განათლების შესახებ.

კონკურსში განსახილველად მიიღება 2019 წლის იანვრიდან 2019 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია (სტატია, ესსე), ბლოგი, ტელე-რადიო სიუჟეტი, რეპორტაჟი ან ფოტო-რეპორტაჟი თემაზე: “საქართველოში ზრდასრულთა განათლების რეალობა და პრობლემები”.

საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 2 ნოემბერი.

კონკურსში გამარჯვებულისთვის საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა დააწესა ჯილდო – 1000 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თანდართული შევსებული სააპლიკაციო ფორმა და საკონკურსომასალები მოგვაწოდეთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@gaen.org.ge

 მოცემულ ბმულზე იხილავთ სრულ განაცხადს- https://jobs.ge/?view=jobs&id=212117