14 აპრილისადმი მიძღვნილი კონკურსები

 

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი აცხადებს 14 აპრილისადმი მიძღვნილ სამ კონკურსს. კონკურსების მიზანია  სახელწმიფო ენის მნიშვნელობის შესახებსაზოგადოების ცნობიერების ამაღლება;  საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ჩართვა ქართული ენის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში. ქართულის,როგორც სახელმწიფო ენის, პრესტიჟის გაზრდა.

 

  1. ახალგაზრდულიკონკურსი “ქართული ენა და ინტერნეტი”

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 15-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს. განსაზღვრული თემატიკის ფარგლებში საკონკურსოდ შეიძლება წარმოდგენილიიყოს: ესე, პოპულარული სტატია, ბლოგი, პოდკასტი, ვიდეობლოგი და სხვ., უნდა გაიგზავნოს  ელექტრონულ მისამართზე: kartuliessay@gmail.com

კონკურსის სახელწოდების მითითებით 2019 წლის .31 მარტის ჩათვლით.

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:

ერთი პირველი ადგილი – 500 ლარით

ერთი მეორე ადგილი – 300 ლარით

ერთი მესამე ადგილი – 200 ლარით

 

  1. „ჩემიპირველიქართული ტექსტი” – კონკურსი საქართველოს მოქალაქე მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის, რომელთათვის ქართული არ არის მშობლიური ენაკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებსა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს,რომელთათვისაც ქართული არ არის მშობლიური ენა. საკონკურსო ნაშრომები უნდა გაიგზავნოს  ელექტრონულ მისამართზე: kartuliessay@gmail.com
  2. კონკურსის სახელწოდების მითითებით  2019 წლის .31 მარტის ჩათვლით.

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:

ერთი პირველი ადგილი – 500 ლარით

ერთი მეორე ადგილი – 300 ლარით

ერთი მესამე ადგილი – 200 ლარით

 

  1. „რეპორტაჟები1978 წლის 14 აპრილის შესახებ” კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებსა დაბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს

კონკურსის მიზანია თაობათა კავშირის გაძლიერება და სახელმწიფო ენის მიმართ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა. კონკურსის მონაწილემ უნდაშეკრიბოს  ზეპირი ისტორიები   1978 წლის 14 აპრილის საპროტესტო დემონსტრაციის შესახებ და გააანალიზოს. ისინი.  კონკურსანტმა ჩაწერილი 14 აპრილისშესახებ ზეპირი ისტორიები  ესეს, თხზულების, ინტერვიუს, ჩანახატის სახით უნდა

გამოგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: kartuliessay@gmail.com

კონკურსის სახელწოდების მითითებით  2019 წლის .31 მარტის ჩათვლით.

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:

ერთი პირველი ადგილი – 500 ლარით

ერთი მეორე ადგილი – 300 ლარით

ერთი მესამე ადგილი – 200 ლარით

 

პატივისცემით,

 

თამარ მერაბიშვილი