22 დეკემბერს პროფესიული პრაქტიკის გავლის შესახებ ანგარიშები წარადგინეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა. ტელეკომპანია „იმედში“ პროფესიული სტაჟირება გაიარა ლიკა ქსოვრელმა, ტელეკომპანია „მაესტროში“ კი – თინათინ გოგიშვილმა და გვანცა ნადიბაიძემ. პროფესიული პრაქტიკის განმავლობაში მომზადებული სიუჟეტების თემატიკა მრავალფეროვანი იყო –  ადგილობრივი არჩევნები, საქართველოს ახალი კონსტიტუცია,  ახალი ბიზნესის ინიციატორიების ისტორიები, ცნობილი ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის 180 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება…  სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ პროფესიული პრაქტიკის დასრულების შემდეგაც სტუდენტები ტელეკომპანიებში მუშაობას განაგრძობენ.

  • 25829648_10213008332102001_2037702685_o
  • 8O2A1238
  • 8O2A1233
  • 8O2A1228
  • 8O2A1223