საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება ეკონომიკა
პროგრამის ხელმძღვანელი აზერ დილანჩიევი – ასოცირებული პროფესორი; ეკონომიკის დოქტორი

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: +995 32 2595005 (205); მობ: +995 599 975952; ელ. ფოსტა: adilanchiev@ibsu.edu.ge

სწავლების საფეხური ბაკალავრიატი (უმაღლესი განათლების I საფეხური)
სწავლების ენა ინგლისური
საგანმანათლებლო

პროგრამის ტიპი

აკადემიური, ძირითადი სპეციალობა
კრედიტების რაოდენობა საბაკალავრო პროგრამის საერთო მოცულობაა – 240 ECTS კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია Bachelor of Social Sciences in Economics (0701)

სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ეკონომიკაში (0701)

დაშვების წინაპირობები საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომლსაც აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიღება წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე. კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გარდა, საგანმანათლებლო პროგრამის I საფეხურზე დასაშვებად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება, რაც დაადასტურებს მათ უნარს, ისწავლონ ინგლისურ ენაზე.  გამოცდის გამსვლელ ქულად განისაზღვრება B1 დონე.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებს გააცნოს თანამედროვე საზოგადოების ეკონომიკური ასპექტები, მიმდინარე ეკონომიკური პრობლემების ანალიზის მეთოდები და განუვითაროს მათ დასკვნის გამოტანის უნარი არსებული ეკონომიკური ტენდენციების შეფასებისას. პროგრამა იზიარებს საერთაშორისო გამოცდილებას და სტუდენტებს აძლევს თანამედროვე ეკონომიკური თეორიების, მოდელების და მათი გამოყენების შესახებ ფუნდამენტურ ცოდნას. ამასთანავე, პროგრამის სტრუქტურაში ინტეგრირებულია თეორია და პრაქტიკა, რაც მიზნად ისახავს ჩვენი კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

პროგრამა სტუდენტებს შეასწავლის მაკრო და მიკროეკონომიკის თეორიებს, მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკას, საერთაშორისო ეკონომიკურ მოდელებს, უვითარებს მათ ეკონომიკურ პრობლემებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მკაფიო აზროვნებისა და წერის მანერას, აგრეთვე,  ეკონომიკური ანალიზის ისეთი საბაზისო ინსტრუმენტების გამოყენების უნარ-ჩვევებს, როგორიცაა სტატისტიკა და ეკონომეტრიკა. ამასთანავე, სტუდენტები შეიძენენ მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების შეფასების უნარებს და გაეცნობიან აღნიშნული დარგის ძირითად/უმნიშვნელოვანეს მოაზროვნეებს. ამასთან, პროგრამა ასევე ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხების, მასში არსებული ტენდენციებისა და გამოწვევების შესწავლას. მთლიანობაში პროგრამის მთავარი მიზანია უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლება, რაც კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს დააკმაყოფილონ საერთაშორისო სტანდარტები და შრომის ბაზარს შესთავაზოს თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებსაც გააჩნიათ უნივერსალური ადამიანური ღირებულებები და  სწრაფვა უწყვეტი განათლებისადმი.

სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება

·         ფართო და კომპლექსური ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიების, მოდელების და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას;

·         აქვს ეკონომიკის პრინციპების და ეკონომიკის სხვდასხვა დისციპლინების სიღრმისეული ცოდნა, აცნობიერებს მათ საერთო ზეგავლენას და ურთიერთქმედებას;

·         აქვს ეკონომიკის ძირითადი ტერმინოლოგიის ცოდნა და აცნობიერებს სხვადასხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათ მნიშვნეობასა და ზეგავლენას ეკონომიკაზე;

·         აქვს ფართო ცოდნა საქართველოს და მსოფლიო ეკონომიკის ფუნქციონირების შესახებ; დეტალურად იცნობს საქართველოს და მსოფლიოს ეკონომიკაში ტრანსფორმაციის პერიოდის განმავლობაში მაკრო და მიკრო დონეზე მიმდინარე ცვლილებებს, საერთაშორისო მონეტარული და ფინანსური ინსტიტუტების მნიშვნოლობას და მათ ზეგავლენას თანამედროვე მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკებზე;

·         აქვს ცოდნა ძირითადი ფინანსური კატეგორიების, ეკონომიკის და საბანკო პროცესების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სამომავლო თეორიული და პროფესიული უნარების განვითარების საფუძველს;

·         აქვს ცოდნა იმ მოღვაწეების შესახებ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ეკონომიკური აზროვნების განვითარებაში; იცნობს სხვადასხვა ქვეყნების და კონტინენტების ეკონომიკის ისტორიას; ფლობს ფართო ცოდნას ეკონომიკური სისტემების ევოლუციის ძირითადი ასპექტების შესახებ;

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

სტუდენტს შეუძლია:

·         საჭირო ინფორმაციის მოძიება ეკონომიკური პრობლემის გადასაჭრელად შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავების მიზნით, ასევე პრობლემის განსაზღვრა და  დასაბუთებული თეორიული და პრაქტიკული არგუმენტაციის ფორმულირება;

·         ეკონომიკის დარგში არსებული პრობლემების იდენთიფიცირება და გადაჭრა შესაბამისი წყაროების ძიების დახმარებით;

·         კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა, კვლევის ჩატარება და პრაქტიკული ხასიათის პროექტების განხორციელება ეკონომიკის სფეროში წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;

·         ეკონომიკური პოლიტიკის შედეგების განსაზღვრა თეორიულ და თანამედროვე ეკონომიკურ კონტექსტში;

·         ეკონომიკური ანგარიშების მომზადება ეკონომეტრიკული და სტატისტიკური პროგრამების გამოყენებით.

დასკვნის უნარი

სტუდენტს შეუძლია:

·         პრობლემის გადასაჭრელად ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის გამოყენებით სწორი გზის მოძებნა; საკუთარი პოზიციის დამტკიცება; ალტერნატივებიდან, მათი ეფექტურობის შედარების საფუძველზე,  საუკეთესოს გამოვლენა  და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებუად დაცვა;

·         მოცემული შემთხვევისათვის ცალკეული და შესაფერისი დასკვნების გაკეთება და საკუთარი დასკვნების გამოტანა გარკვეული მოსაზრების დაცვით ან მისი უარყოფით; ფაქტების და ღირებულებების დაკავშირება ეკონომიკის დარგში კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად;

·         ეკონომიკური თეორიებისა და კვლევის მეთოდების ცოდნის გამოყენება მიმდინარე ეკონომიკურ პრობლემებთან და გლობალურ ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაში; აზრთა სხვადასხვაობის გაცნობიერება, შესაბამისი არგუმენტების გამოყოფა, რელევანტური შეკითხვების დასმა და მიღებული პასუხების შეფასების მეთოდოლოგია;

·         გარკვეული სიტუაციებისათვის საჭირო მარტივი ეკონომიკური მოდელების განსაზღვრა, აგება და სტატისტიკური შეფასება;

·         შემდგომი ეკონომიკური და ეკონომეტრიკული ანალიზისათვის საჭირო მათემატიკური მონაცემების ანალიზი; პრობლემების გადაჭრა და შედეგების ინტერპრეტირება, განყენებული მონაცემების და/ან სიტუაციების ანალიზი დარგში დამკვიდრებული სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით;

თანამედროვე ეკონომიკური პრობლემების და საკითხების გავლენის შეფასება განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში; თანამედროვე და ჰიპოთეტურ კონტექსტში პრობლემებთან და საკითხებთან გამკლავების პოლიტიკის შესახებ საკუთარი არგუმენტების ჩამოყალიბება.

კომუნიკაციის უნარი

სტუდენტს შეუძლია:

·         მიღებული ცოდნის გადმოცემა ინგლისურ ენაზე როგორც ზეპირსიტყვიერად, ასევე წერილობით;

·         დებატებსა და დისკუსიებში დარგის სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობა- საკუთარი შეხედულებების იმგვარად წარმოდგენა, რომ გაითვალისწინოს სხვა დარგის სპეციალისტების კრიტიკული შეფასებები; თანადროულად შეცვალოს პოზიციის ვერბალური პრეზენტაცია;

·         ეკონომიკის დარგში არსებული იდეების, მიმდინარე პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ან ზეპირი ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ინგლისურ ენაზე გადაცემა, დარგობრივი პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით;

·         პრეზენტაციის უნარის განვითარება, სხეულის ენის, თვალებით კონტაქტის გამოყენება და აუდიენციასთან ურთიერთობის დამყარება აუდიო-ვიზუალური მასალების გამოყენებით;

·         წერილობითი ანგარიშის, მათ შორის კვლევის მომზადება (კვლევის ხელმძღვანელის წინასწარ დადგენილი მითითებების მიხედვით) აკადემიური სტანდარტების და შესაბამისი წესების დაცვით.

სწავლის უნარი

სტუდენტს შეუძლია:

·         არგუმენტების შედგენის და/ან აკადემიური წერის ნაშრომის მომზადებისას საჭირო წყაროების იდენტიფიცირება და მოძიება; წყაროების სანდოობის დადგენა;

·         იყოს იმ ინფორმაციის და ანალიზის მიმღები, რომელიც ახდენს მისი ვარაუდების გამოწვევას;

·         საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა ეკონომიკური მოდელებისა და თეორეტიკოსების აზრებისა და იდეების გასაგებად;

·         საკუთარი სასწავლო პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება და შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა;

·         გააგრძელოს სწავლა შესაბამისი დარგის მიმართულებით.

ღირებულებები

·         აცნობიერებს სოციალურ მეცნიერებებში ეთიკის მნიშვნელობას კვლევის ჩატარებისა და ნაშრომის მომზადების დროს;

·         პატივს სცემს განსხვავებულ პოზიციებს, აზროვნებასა და არგუმენტებს; სწავლობს სუბიექტური შეფასებებისგან განყენებულ, თავისუფალ აზროვნებას; ფლობს საზოგადოებრივ ცნობიერების და მოქალაქეობრივი ვალდებულებების გრძნობის მაღალი დონეს;

·         აცნობიერებს, რომ ყველა ადამიანი არის სახელმწიფო ეკონომიკის ნაწილი და თითოეული ინდივიდის გადაწყვეტილება იყოს „უბილეთო მგზავრი“ უარყოფით ზეგავლენას მოახდენს საზოგადოებაზე და

საჯარო ფინანსების ეფექტურ მენეჯმენტზე;

·         მონაწილეობს ღირებულებების ფორმირების პროცესში და ისწრაფვის მათ დასამკვიდრებლად;

·         შეუძლია ქცევის პროფესიონალური წესებისა და ეტიკეტის, აკადემიური პატიოსნების, სხვათა ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემა.

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა სტუდენტის ცოდნის შეფასება ხორციელდება ზეპირი და/ან წერილობითი ფორმით. სასწავლო კურსის/კომპონენტის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია. შეფასება ითვალისწინებს შუალედურ და დასკვნით შეფასებას, რომელთა ჯამი შეადგენს 100 ქულას.

შეფასების სისტემა უშვებს:

ხუთი სახის დადებით შეფასებას:

1) (A) ფრიადი – შეფასების 91 – 100 ქულა;

2) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81 – 90 ქულა;

3) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71 – 80 ქულა;

4) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61 – 70 ქულა;

5) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51 – 60 ქულა.

ორი სახის უარყოფით  შეფასებას:

1)  (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41 – 50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

2)  (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

შუალედური და დასკვნითი შეფასებებისთვის განსაზღვრულია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი არ აღემატება დასკვნითი შეფასების 60%-ს.

შუალედური და დასკვნითი შეფასებების ქულობრივი განაწილება, მათი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შეფასების რუბრიკები გაწერილია შესაბამისი კომპონენტის სილაბუსში.

კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, ქვემოთ მოყვანილი აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა) შუალედური და დასკვნითი შეფასებების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში;

ბ) საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51 ქულის მოგროვების შემთხვევაში.

დამატებით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ მან საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მოაგროვა 41 – 50 ქულა ან მინიმუმ 51 ქულა, მაგრამ ვერ გადალახა დასკვნითი შესაფებისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

დასაქმების სფერო საბაკალავრო პროგრამა შესანიშნავ გამოცდილებას აძლევს იმ პირებს, ვინც კარიერის დაწყებას სახელმწიფო და კერძო საწარმოებში გეგმავს, აგრეთვე პროფესიულ სასწავლებლებში ან ეკონომიკის დარგში პოსტ-საბაკალავრო განათლების მიღების მსურველებს. კერძოდ, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ სამთავრობო სტრუქტურებში, როგორიცაა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, სხვა ორგანიზაციების საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტები. ამასთანავე, კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმებას საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც სპეციალიზირდებიან ეკონომიკაში, სამეცნიერო კვლევით ცენტრებში, რომლებიც იკვლევენ ძირითად ეკონომიკურ ტენდენციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბანკებსა და კერძო კომპანიებში.

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
პროგრამის ხელმძღვანელი აზერ დილანჩიევი – ასოცირებული პროფესორი; ეკონომიკის დოქტორი

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: +995 32 2595005 (205); მობ: +995 599 975952; ელ. ფოსტა: adilanchiev@ibsu.edu.ge

სწავლების საფეხური ბაკალავრიატი (უმაღლესი განათლების I საფეხური)
სწავლების ენა ქართული
საგანმანათლებლო

პროგრამის ტიპი

აკადემიური, ძირითადი სპეციალობა
კრედიტების რაოდენობა 240 ECTS კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ეკონომიკაში (0701)

Bachelor of Social Sciences in Economics (0701)

დაშვების წინაპირობები საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიღება წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე. კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გარდა, საგანმანათლებლო პროგრამის I საფეხურზე დასაშვებად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება, რაც დაადასტურებს მათ უნარს, ისწავლონ ინგლისურ ენაზე.  გამოცდის გამსვლელ ქულად განისაზღვრება B1 დონე.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებს გააცნოს თანამედროვე საზოგადოების ეკონომიკური ასპექტები, მიმდინარე ეკონომიკური პრობლემების ანალიზის მეთოდები და განუვითაროს მათ დასკვნის გამოტანის უნარი არსებული ეკონომიკური ტენდენციების შეფასებისას. პროგრამა იზიარებს საერთაშორისო გამოცდილებას და სტუდენტებს აძლევს თანამედროვე ეკონომიკური თეორიების, მოდელების და მათი გამოყენების შესახებ ფუნდამენტურ ცოდნას. ამასთანავე, პროგრამის სტრუქტურაში ინტეგრირებულია თეორია და პრაქტიკა, რაც მიზნად ისახავს ჩვენი კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

პროგრამა სტუდენტებს შეასწავლის მაკრო და მიკროეკონომიკის თეორიებს, მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკას, საერთაშორისო ეკონომიკურ მოდელებს, უვითარებს მათ ეკონომიკურ პრობლემებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მკაფიო აზროვნებისა და წერის მანერას, აგრეთვე,  ეკონომიკური ანალიზის ისეთი საბაზისო ინსტრუმენტების გამოყენების უნარ-ჩვევებს, როგორიცაა სტატისტიკა და ეკონომეტრიკა. ამასთანავე, სტუდენტები შეიძენენ მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების შეფასების უნარებს და გაეცნობიან აღნიშნული დარგის ძირითად/უმნიშვნელოვანეს მოაზროვნეებს. ამასთან, პროგრამა ასევე ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხების, მასში არსებული ტენდენციებისა და გამოწვევების შესწავლას. მთლიანობაში პროგრამის მთავარი მიზანია უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლება, რაც კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს დააკმაყოფილონ საერთაშორისო სტანდარტები და შრომის ბაზარს შესთავაზოს თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებსაც გააჩნიათ უნივერსალური ადამიანური ღირებულებები და  სწრაფვა უწყვეტი განათლებისადმი.

სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება ·         ფართო და კომპლექსური ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიების, მოდელების და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას;