ასოცირებული პროფესორი, დოქტორი

ქალბატონი ეკა არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. იკავებდა სხვადასხვა აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ თანამდებობებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც იყო აგრეთვე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ინტერკულტურული კვლევები ძველ და შუა საუკუნეების ისტორიაში” ხელმძღვანელი 2015 წლამდე. ქალბატონ ეკას განხორციელებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო კვლევა სხვადასხვა ევროპულ თუ ამერიკულ უნივერსიტეტებში. იგი არის 50-ზე მეტი სტატიისა და პუბლიკაციის ავტორი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეკა ავალიანი კითხულობს შემდეგ სალექციო კურსებს: ქართული ცივილიზაციის ისტორია, მსოფლიო ცივილიზაციის ისტორია და ანტიკური და თანამედროვე იმპერიალიზმი.

ელ-ფოსტა: eka_avaliani@yahoo.com