მოწვეული ლექტორი, ჟურნალისტიკის მაგისტრი

ეკა ფირცხალავა 20 წელზე მეტია ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობს. გავლილი აქვს კარიერული წინსვლის ყველა ეტაპი,  უშტატო, თავისუფალ რეჟიმში მომუშავე კორესპონდენტიდან დაწყებული, აღმასრულებელი დირექტორის პოზიციით დასრულებული.  2015 წლამდე მუშაობდა ამერიკულ საერთაშორისო ორგანიზაციაში (IREX) მედიის განვითარების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე და ხელს უწყობდა  საქართველოში რეგიონული მედია საშუალებებს ონლაინ ჟურნლისტიკის განვითარებასა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ტელეკომპანიებში „რუსთავი 2“, „მზე“, „იმედი“ , ხელმღვანელობდა რადიო „მწვანე ტალღის“ საინფორმაციო სამსახურს და სხვა. ბოლო 10 წელია ატარებს ტრენინგებს მულტიმედია ჟურნალისტიკისა და სოციალურ მედია მენეჯმენტში, როგორც ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის, ასევე – აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგებისთვის. 2017 წელს მუშაობდა ტელეკომპანია „მაესტროს“ ახალი ამბების პროდიუსერად.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კითხულობს საგნებს “ახალი მედია”, “მედია მენეჯმენტი”.

ელექტრონული ფოსტა: ekapirtskhalava@gmail.com