საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის ადმინისტრატორი, მოწვეული ლექტორი

ელენე ბენდელიანი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს 2015 წელს შეუერთდა. 2007 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის ფილოლოგიის მიმართულებით. ელენე ამჟამად GIPA-ს დოქტორანტია. მას გააჩნია 9 წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სექტორში. ის სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და იკავებდა მთავარი მრჩეველის პოზიციას (ანალიტიკურ დეპარტამენტსა და მოგვიანებით საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში) ასევე საქართველოს ეკონომიკის სამინიტროში სადაც მუშაობდა ეკონომიკის მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე.

ამჟამად ელენე ბენდელიანი კითხულობს სალექციო კურსებს საჯარო პოლიტიკასა და საჯარო ადმინისტრირებაში.

ოფისი: A512
შიდა: 121
ელ-ფოსტა: ebendeliani@ibsu.edu.ge