კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მოტივირებულ ახალგაზრდებს, სტუდენტებსა და მკვლევარებს, რათა მათ განსხვავებული პერსპექტივებიდან განიხილონ რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის მესამე და მეოთხეკურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, რომლებიც დაინტერესებული არიან რეგიონის პრობლემატიკითა და არსებული გამოწვევებით;
  • გამონაკლისის სახით მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პირველი და მეორე კურსის სტუდენტებს თემის ხელმძღვანელის* დასაბუთებული რეკომენდაციის წარმოდგენის შემთხვევაში.

*თემის ხელმძღვანელი უნდა იყოს აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში აკრედიტებული უნივერსიტეტების ლექტორი (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი ან მოწვეული ლექტორი ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის, პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)