სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, როგორც სტუდენტებს, ასევე თანამშრომლებს, აძლევს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას. გაცვლითი პროგრამა ხორციელდება ფაკულტეტის მიერ შზსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან თანამშრომლობით, რომელიც პასუხისმგებელია პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთობის გამყარებაზე. შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე და უპირატესობა ენიჭებათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს.

ფაკულტეტი, შზსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან ერთად, წელიწადში ორჯერ გზავნის სტუდენტებს საზღვარგარეთ. საბუთების მიღება ცხადდება როგორც საშემოდგომო, ასევე საგაზაფხულო სემესტრისთვის. საშუალოდ 15-20 სტუდენტი ირჩევა სემესტრულად გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში: პოლონეთში, პორტუგალიაში, ლატვიაში, ლიტვაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ჩეხეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და ა.შ.

გთხოვთ იხილეთ პარტნიორ უნივერსიტეტთა სია.

ჩვენი პროგრამა მოიცავს: სწავლა საზღვარგარეთ, სწავლება საზღვარგარეთ, ფაკულტეტის პერსონალის განვითარების საერთაშორისო სემინარები და ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები.

იხილეთ ჩვენი სტუდენტების ისტორიები:

რამილ ასკეროვი

ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ბრაგანცა, პორტუგალია

ეკონომიკა, 2016-2017 აკადემიური წელი

ლია ილინი

ვისტულას უნივერსიტეტი, ვარშავა, პოლონეთი

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, 2016-2017 აკადემიური წელი

ქეთევან ბარბაქაძე

ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, პეკინი, ჩინეთი

საერთაშორისო ურთიერთობები, 2016-2017 აკადემიური წელი

გია თოდუა

მიკოლას რომერის უნივერსიტეტი, ვილნიუსი, ლიტვა

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, 2016-2017 აკადემიური წელი

თამარ ასამბიანი

ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

საერთაშორისო ურთიერთობები, 2016-2017 აკადემიური წელი

დავით ბურჯანაძე

ტურიბას უნივერსიტეტი, რიგა, ლატვია

ეკონომიკის მიმართულება, 2016-2017 აკადემიური წელი

მარია არქანია

მიკოლას რომერის უნივერსიტეტი, ვილნიუსი, ლიტვა

საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის მიმართულება, 2016-2017 აკადემიური წელი

მარიამ კევლიშვილი

მიკოლას რომერის უნივერსიტეტი, ვილნიუსი, ლიტვა

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, 2016-2017 აკადემიური წელი

ნინო გაბაძე

ვისტულას უნივერსიტეტი, ვარშავა, პოლონეთი

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, 2016-2017 აკადემიური წელი