შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გთავაზობთ გაცვლით პროგრამებსა და საზაფხულო სკოლებს რეიტინგულ პარტნიორ უნივერსიტეტებში, რომლებიც ევროპის, ამერიკის, აზიისა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში მდებარეობს.

გაცვლითი პროგრამები და საზაფხულო სკოლები სტუდენტებს საშუალებას აძლევს არამხოლოდ ისწავლონ, არამედ აღმოაჩინონ სხვადასხვა ქვეყნისა თუ კულტურის თავისებურებები. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ყოველწლიურად საშუალოდ 30 წარჩინებულ სტუდენტს გზავნის უცხოეთში სასწავლებლად.

გაცვლითი პროგრამებისთვის საბუთების მიღება წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრისთვის კონკრეტული ვადით ცხადდება. გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტების რაოდენობა შეზღუდულია და რეგულირდება პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ. საბუთების მიღების ვადები ცხადდება ფაკულტეტის ვებ-გვერდზე, ასევე ფაკულტეტის ფეისბუქ გვერდზე და საინფორმაციო დაფებზე, რომელიც უნივერსიტეტის შენობებშია განთავსებული.

გაცვლითი პროგრამებით დაინტერესების შემთხვევაში შემოიტანეთ განაცხადი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სააპლიკაციო პერიოდის ამოწურვამდე.

კანდიდატთა შერჩევის პროცედურა:

1.     წარმატებული კანდიდატების შერჩევა ხდება მათი აკადემიური მოსწრებისა და ფაკულტეტის რეკომენდაციის საფუძველზე;

2.    წარმატებულ კანდიდატებს ფაკულტეტი წარუდგენს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას;

3.     წარმატებულ კანდიდატებს ეცნობებათ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ.

სააპლიკაციო პროცედურა:

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად საკონტაქტო პირს უნდა წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • Curriculum Vitae (CV);
  • ნიშნების ფურცელი/ტრანსკრიპტი;
  • სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა/სერთიფიკატი;
  • შევსებული გაცვლითი პროგრამის სააპლიკაციო ფორმა.

ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე!

საკონტაქტო პირი:თამარ ქარაზანიშვილი, დოქტორანტი.

ელ-ფოსტა: tkarazanishvili@ibsu.edu.ge

ოფისი№ 516 ოთახი, მე-5 სართული, ადმინისტრაციული შენობა.

პარტნიორი უნივერსიტეტები