ყურადღება!!!

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი იწყებს ლექციათა სერიას „კავკასია ფოკუსში: რეგიონის ანალიზი ინტერდისციპლინურ ჭრილში“.

დისკუსიების საგანი იქნება რეგიონთან დაკავშირებული აქტუალური თემები, გამოწვევები და პერსპექტივები. სფეროსა და რეგიონში მომუშავე სხვადასხვა ექსპერტების, მეცნიერების, სამოქალაქო საზოგადოების წევრების, გადაწყვეტილების მიმღები პირების, ანალიტიკოსების მიერ ჩატარდება 10 ლექცია / პანელური დისკუსია. ლექციები საჯარო და პანელური დისკუსიების რეჟიმში დაიწყება 8 ნოემბერს და გაგრძელდება 17 დეკემბრამდე.

8 ნოემბერს 16:00 საათზე ლექციათა სერიას გახსნის გიორგი მაისურაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თემით “კავკასია, ფილოსოფიურ ჭრილში: ხალხების და სახელმწიფოების მოზაიკა”. შეხვედრა ჩატარდება A101 აუდიტორიაში. დეტალები მომდევნო ლექციების შესახებ ცნობილი გახდება ეტაპობრივად.

პროექტის მონაწილე სტუდენტები მოისმენენ ლექციებს ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, როგორიცაა:

🔎კავკასია, ფილოსოფიურ ჭრილში: ხალხების და სახელმწიფოების მოზაიკა – გიორგი მაისურაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
🔎თანამედროვე სამხრეთ კავკსიის სახელმწიფოებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზი – ივლიანე ხაინდრავა, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
🔎თანამედროვე სამეზობლო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
🔎კავკასიური სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური ვექტორები – ბათუ ქუთელია, საქართველოს ატლანტიკურის აბჭოს ვიცე-პრეზიდენტი;
🔎ტერორიზმი კავკასიაში და რეგიონული უსაფრთხოების სხვა გამოწვევები – გიორგი გოგუაძე, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე;
🔎კავკასიის რეგიონის ეთნიკური მრავალფეროვნება – ნინო კალანდარიშვილი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევითი ინსტიტუტის თავმჯდომარე;
🔎ადამიანთა უფლებები და დემოკრატიზაციის პროცესები კავკასიის ქვეყნებში – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი;
🔎ომთაშორისი კავკასია: დამოუკიდებელი სახელმწიფოების დაბადება – დავით ჯიშკარიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი;
🔎კავკასიის ქვეყნები საბჭოთა მმართველობის ქვეშ – ლაშა ბაქრაძე, საქართველოს ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი;
🔎მიმდინარე პოლიტიკური პროცესები სომხეთსა და აზერბაიჯანში: გავლენა რეგიონულ დინამიკაზე – ოლესია ვართანიანი, კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის (International Crisis Group) ანალიტიკოსი სამხრეთ კავკასიის საკითხებში.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს.

სალექციო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს, რომლებიც დაესწრნენ მინიმუმ 7 ლექციას, გადაეცემათ სერტიფიკატი.
მონაწილეობისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeMu0ZP0mYXwxy3nBWPWrG_cMDBD7ncyWTt0F2Ou_4EV65e6w/viewform

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 4 ნოემბერი.