საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა 2010 წლიდან არსებობს და ფაკულტეტის ყველაზე მრავალრიცხოვანი საბაკალავრო პროგრამაა. სპეციალობა გთავაზობთ როგორც ქართულ, ასევე ინგლისურენოვან სწავლებას და მისი მიზანია სტუდენტს მისცეს საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე მულტიდისციპლინული ცოდნა, გამდიდრებული  პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკისა და სამართლის მომიჯნავე დარგებით. თეორიისა და პრაქტიკული ელემენტების კომბინაციით სასწავლო პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტის კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე. პროგრამა მოიცავს მსოფლიო ისტორიის, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის სწავლებას, რაც ქმნის მყარ საფუძველს ძირითადი სპეციალობის სასწავლო კურსების ათვისებისათვის, როგორიცაა საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია და თეორია, საერთაშორისო ორგანიზაციები, მოლაპარაკებები და კონფლიქტების დარეგულირება და ა.შ. საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმებას საერთაშორისო პროფილის მქონე სამთავრობო უწყებებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისევე როგორც, არასამთავრობო სექტორში, კვლევითი ცენტრებსა და კერძო კომპანიებში.

კატალოგიკურიკულუმი


ეკონომიკა

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა 2011 წლიდან არსებობს და გთავაზობთ როგორც ქართულ, ასევე ინგლისურენოვან სწავლებას. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან მაკრო და მიკროეკონომიკის თეორიებს, მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკას, საერთაშორისო ეკონომიკურ მოდელებს, განივითარებენ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მკაფიო აზროვნებისა და წერის მანერას. ამასთანავე, სტუდენტები შეიძენენ მსოფლიო, ისევე როგორც საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების შეფასების უნარებს და გაეცნობიან აღნიშნული დარგის ძირითად მოაზროვნეებს. მთლიანობაში პროგრამის მთავარი მიზანია უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლება, რაც კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს დააკმაყოფილონ საერთაშორისო სტანდარტები და შრომის ბაზარს შესთავაზოს მაღალკვალიფიციური კადრები. საბაკალავრო პროგრამა შესანიშნავ გამოცდილებას აძლევს იმ პირებს, ვინც კარიერის დაწყებას სახელმწიფო და კერძო საწარმოებში გეგმავს, აგრეთვე პროფესიულ სასწავლებლებში ან ეკონომიკის დარგში პოსტ-საბაკალავრო განათლების მიღების მსურველებს.

კატალოგიკურიკულუმი

საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა 2013 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავს სახელმწიფო სექტორისთვის კვალიფიციური საჯარო მოხელეების გაზრდას. პროგრამა გთავაზობთ ქართულენოვან სწავლებას. საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან სახელმწიფო მართვისა და სახელმწიფოებრივი მოწყობის პრინციპებს, საჯარო მმართველობის თეორიასა და პრაქტიკას. დარგობრივი ცოდნის გარდა პროგრამა ავითარებს ისეთ უნივერსალურ უნარებს, როგორიცაა მენეჯმენტი, პროექტის მენეჯმენტი, ბიუჯეტირება და სხვ. სტუდენტები ასევე გაივლიან სტაჟირებას სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულთა დასაქმების ყველაზე რელევანტურ სფეროებად მოიაზრება სახელმწიფო უწყებები ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე, ისევე როგორც აღმასრულებელი და საკონმდებლო სახელისუფლებო შტოების ადმინისტრაციული რგოლები, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები.

კატალოგიკურიკულუმი

ჟურნალისტიკა

ჟურნალისტიკის ქართულენოვანი პროგრამა 2014 წელს ამოქმედდა და ფაკულტეტის ყველაზე ახალი მიმართულებაა. პროგრამა ისეა შემუშავებული, რომ სტუდენტს საშუალებას აძლევს შეისწავლოს სპეციალობის ფუნდამენტური მნიშვნელობის საგნები და საკუთარი შეხედულებისამებრ ცოდნა გაიღრმავოს არჩევითი კურსების საშუალებით. უნივერსიტეტის მიერ შექმნილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს უქმნის საფუძველს პირველივე კურსიდან მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, ჩაწერონ ინტერვიუები და მოამზადონ რეპორტაჟები. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს მედია-კლუბი, სადაც სტუდენტები ცნობილ ადამიანებს მასპინძლობენ. ასევე, სტუდენტების ინიციატივით გამოდის საუნივერსიტეტო გაზეთი. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს დასაქმების ფართო არეალი ექმნება როგორც ბეჭდურ, ასევე ელექტრონულ მედია საშუალებებში, სხვადასხვა კომპანიების, ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების პრესს-სამსახურებში.

კატალოგიკურიკულუმი