სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს რეგისტრაციას სტუდენტთა სარეიტინგო სისტემის მეოთხე ეტაპისთვის!

სტუდენტთა სარეიტინგო სისტემა არის სტუდენტების ჩართულობის სტრატეგიის ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც გულისხმობს სტუდენტების რეიტინგის შედგენას მათ მიერ კლასგარეშე და არაპროგრამულ ღონისძიებებში გამოჩენილი აქტიურობის მიხედვით როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

2016-2017 აკადემიური წლის გაზაფხულისს სემესტრისთვის დადგენილია შემდეგი ვადები:

საბუთების მიღება: 06.02.2016 – 16.06.2017

ქულების დაგროვება: 06.02.2016 – 16.06.2017

შედეგების გამოცხადება: 20.06.2017

შუალედური პროცედურები: 20.06.2017 – 27.06.2017

საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 30.07.2017
გისურვებთ წარმატებებს!