შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 8 მაისს ინერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელმა, გიორგი კაპანაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: “ალტერნატიული მედიასაშუალებების მზარდი გავლენა საქართველოში”.

მომხსენებელი შეეხო თანამედროვე მედიასაშუალებებსა და ტრადიციულ მედიას შორის განსხვავებების, ინტერნეტმედიის ოპერატიულობისა და მის მიმართ ნდობის საკითხებს.

გიორგი კაპანაძე – ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, ჟურნალისტი, სამართალმცოდნე. მუშაობდა გაზეთ “რეზონანსში”, იყო რამდენიმე გაზეთის მთავარი რედაქტორი, წერდა უცხოური გამოცემებისათვის, სწავლობდა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს, მედია მენეჯმენტისა და მასობრივი კომუნიკაციის სფეროში, გავლილი აქვს ტრენინგები ნიუ იორკში, ლივერპულსა და ფენიქსში.

  • 8O2A4605 (1)
  • 8O2A4623 (1)
  • 8O2A4629 (1)
  • 8O2A4653 (1)