აბსტრაქტი

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ აბსტრაქტი, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • აბსტრაქტი უნდა შეიცავდეს პრობლემის/დასმული საკითხის მოკლე აღწერასა და კვლევის ძირითად შედეგებს;
  • მოცულობით უნდა იყოს მინიმუმ 550 და მაქსიმუმ 600 სიტყვა;
  • MS Word-ის ფორმატში (Times New Roman, Sylfaen, შრიფტის ზომა -12, სტრიქონებს შორის 1.5 ინტერვალით. ფურცლის არესა და ტექსტს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 1 ინტერვალს.);
  • უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას აღნიშნული თანმიმდევრობით: 1. ავტორის (ავტორების) ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა, მობილურის ნომერი); 2. უნივერსიტეტი, სწავლების საფეხური, სასწავლო პროგრამა და კურსი; 3. თემის ხელმძღვანელი; 4. ანოტაციის სათაური.

განაცხადების მიღებისბოლო ვადაა 2017 წლის 3 მარტი 23:55 სთ.

დაგვიანებით მიღებული განაცხადები არ განიხილება!

ნაშრომის სრული ვერსია

შერჩევის შემდეგ მონაწილეებმა უნდა ჩააბარონ თავიანთი საბოლოო ნაშრომები. ნაშრომს უნდა ჰქონდეს სტატიის ფორმა და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ნაშრომის მოცულობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3000 და მაქსიმუმ 5000 სიტყვას (ბიბლიოგრაფიის გარეშე);
  • ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს MS Word-ის ფორმატში (Times New Roman, Sylfaen, შრიფტის ზომა -12, სტრიქონებს შორის 1.5 ინტერვალით. ფურცლის არესა და ტექსტს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 1 ინტერვალს.);
  • ველა ნაშრომი უნდა შეიცავდეს შემდეგ სექციებს: საკვანძო სიტყვები, პრობლემა, ლიტერატურის მიმოხილვა, კვლევის მეთოდოლოგია, ინფორმაციის ანალიზი, კვლევის შედეგები, დასკვნები, ბიბლიოგრაფია;
  • ციტირება და ბიბლიოგრაფია გაფორმებული უნდა იყოს APA სტილის მიხედვით
  • ნაშრომები, რომლებიც არ დააკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს, არ განიხილება.

ნაშრომის სრული ვარიანტის ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 24 აპრილი 15:00 სთ.

დაგვიანებით მიღებული ნაშრომები არ შეფასდება!

პრეზენტაცია

კონფერენციის დღეს მონაწილეებმა უნდა წარადგინონ თავიანთი ნაშრომები კომისიის წინაშე (სურვილის შემთხვევაში PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაციის სახით).

  • კონფერენციის თითოეულ მონაწილეს დაეთმობა 15 წუთი;
  • საპრეზენტაციოდ განსაზღვრული დროა 10 წუთი (მონაწილეებს დრო არ დაემატებათ!);
  • პრეზენტაციის შემდეგ კითხვა-პასუხისათვის გამოყოფილია 5 წუთი;
  • იმ შემთხვევაში,თუ მითითებულ დრომდე პრეზენტაცია PowerPoint ფორმატში არ გაეგზავნება საორგანიზაციო კომისიას, მონაწილეები ნაშრომს დაიცავენ მის გარეშე;
  • PowerPoint ფორმატში მომზადებული პრეზენტაციის საბოლოო ვერსიის მიღების შემდეგ არ იქნება შესაძლებელიმასში ცვლილებების შეტანა.

პრეზენტაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 28 აპრილი 15:00 სთ.