ყურადღება!

შეგახსენებთ, რომ სტუდენტთა რეგისტრაცია 2018-2019 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის იწყება 28 იანვარს და დასრულდება 1 თებერვალს.

სარეგისტრაციოდ ბაზა გაიხსნება 28 იანვარს. რეგისტრაციისთვის საჭიროა
 აირჩიოთ წინასწარ თქვენი ბაზიდან ერთი საგანი მაინც;
 მიაკითხოთ თქვენი პროგრამის კოორდინატორს ან ასისტენტს საგნების საბოლოო გადამოწმებისთვის და ფაკულტეტის ბაზიდან დადასტურებისთვის;
თქვენი ბაზიდან დაასრულოთ რეგისტრაცია ბაზის ინსტრუქციების მიხედვით.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გისურვებთ წარმატებულ სემესტრს!