შვედური ინსტიტურის (SI) კურსდამთავრებულთა ასოციაცია SI-სა და შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს შვედეთის მთავრობის სტიპენდიების თაობაზე ქართველი სტუდენტების ინფორმირების მიზნით. 
შეხვედრების მიზანია სტუდენტებს გააცნოს SI ვიზბის რეგიონის სტიპენდია (Visby Scholarship), ასევე შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სხვა სასწავლო, გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები.
აღნიშნული სტიპენდიები მოიცავს სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტ-სადოქტორი სწავლებას, შესაბამისად, საინტერესო იქნება როგორც ბაკალავრიატის სტუდენტების, ასევე მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის. ამასთან, არ ვრცელდება შეზღუდვა სპეციალობებზე. 
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია შვედეთში სწავლასთან დაკავშირებით. კერძოდ, სააპლიკაციო პროცესის, სტიპენდიების, ისევე როგორც, შვედეთში სწავლის უპირატესობების შესახებ. 
პირველი შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 16 ნოემბერს, 14:00-ზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 101-ე აუდიტორია. 
 
გაეცანით დაწვრილებით ინფორმაციას:
https://www.facebook.com/events/1885472651767428/