საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი

ივანნა მაჩიტიძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2012 წლიდან მოღვაწეობს. მან მაგისტრატურა გაიარა როგორც დონეცკის ეროვნულ, ისე ცენტრალური ევროპულ უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი). მიიღო მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი დონეცკის ეროვნულ უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების განხრით. ივანნას პროფესიული ინტერესები ძირითადად მოიცავს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკას.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ის კითხულობს საერთაშორისო პოლიტიკას, პოლიტიკური მეცნიერებების საფუძვლებს და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების პოლიტიკას.

ოფისი: A512
შიდა: 121
ელ-ფოსტა: imachitidze@ibsu.edu.ge