საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდებაჟურნალისტიკა
პროგრამის ხელმძღვანელი
მაგდა მემანიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის დოქტორი

ტელ.: 599 27 69 12, ელ. ფოსტა: mmemanishvili@ibsu.edu.ge

ექრემ დინდაროლი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი

ტელ: 514066662, ელ.ფოსტა: edeindarol@ibsu.edu.ge

სწავლების საფეხურიბაკალავრიატი (უმაღლესი განათლების I საფეხური)
სწავლების ენაქართული
საგანმანათლებლო

პროგრამის ტიპი

აკადემიური, ძირითადი (Major)
კრედიტების რაოდენობა240 ECTS კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაციაჟურნალისტიკის ბაკალავრი (0703)

Bachelor of Journalism (0703)

დაშვების წინაპირობებიპროგრამაზე სტუდენტი დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს.

პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება.

უცხო ქვეყვნის მოქალაქეების ჩარიცხვა მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანიჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია:

Ø თანამედროვე პროფესიული სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის სპეციალისტი, რომელსაც ექნება პროფესიული სფეროს ძირითადი საკითხების კომპლექსური ცოდნა, შეეძლება თეორიული საკითხებისა და პრინციპების კრიტიკული გააზრება და კონკურენტულ გარემოში საკუთარი ინტელექტუალური რესურსების რეალიზება და განვითარება.

Ø ისეთი ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მომზადება, რომელსაც ექნება ჟურნალისტიკის სფეროს თეორიული ცოდნა და პროფესიული პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც საფუძველია პროფესიული განვითარებისათვის, დამატებითი დარგობრივი და მულტიდისციპლინური ცოდნის მიღებისა და გაღრმავებისთვის.

Ø სტუდენტს ჩამოუყალიბოს აკადემიური პატიოსნება, სამოქალაქო პოზიცია, პროფესიული და პიროვნული პასუხისმგებლობა.

სტუდენტს გამოუმუშავოს ისეთი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები, რომლებიც მას წარმატებით დასაქმების, პრაქტიკული მოღვაწეობისთვის მზადყოფნის და სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საშუალებას მისცემს.

სწავლის შედეგებიცოდნა და გაცნობიერება

ü   ექნება ზოგადი ჟურნალისტური მეთოდებისა და შემოქმედებითი ხერხების ფართო ცოდნა, მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის ძირითადი მიმართულებების საფუძვლების ცოდნა;

ü   გაცნობიერებული ექნება სოციალური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური სფეროს ძირითადი პარადიგმები; ასევე, ჟურნალისტიკის, როგორც „მეოთხე ხელისუფლების“ სოციალური ინსტიტუტის არსი;

ü   გაერკვევა მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების შესაძლებლობებში და სარეკლამო სტრატეგიის გამომუშავების მეთოდებში;

ü   გაცნობიერებული ექნება ჟურნალისტური საქმიანობის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ჟურნალისტიკის ფუნქციები, მთავარი პრინციპები, თეორიები და კონცეფციები;

ü   გაეცნობა როგორც საქართველოს, ასევე, სხვა ქვეყნების პროფესიული ქარტიების ძირითად პრინციპებს;

ü   ეცოდინება ბეჭდური მედიის სპეციფიკა, მისი ჟანრები, გაზეთისა და ჟურნალის სტილი და ენა;

ü   გაცნობილი იქნება მედიის სამართლებრივ კონტექსტს, მისი რეგულირების სტანდარტებს, სიტყვის თავისუფლების დაცვის მექანიზმებს, პროფესიული ეთიკის ძირითადი პრინციპებს, როგორც ჟურნალისტისა და საზოგადოების ეფექტიანი ურთიერთობის გარანტს;

გაცნობიერებული ექნება ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნის მნიშვნელობა და აუცილებლობა, ინფორმაციის წყაროების სანდოობის განსაზღვრა.

 

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

შეძლებს:

ü   კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას და განვითარებას, მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენებას;

ü   მედიასივრცეში ორიენტირებას, ადაპტაციას, მასალის მოპოვებას, დამუშავებას და მედიაპროდუქტად ქცევას;

ü   ინტერვიუს მომზადებას, საეთერო ტექსტის სპონტანურ, კრიზისულ ვითარებაში ფორმირებას, ახალი ამბების და ზოგადად რეპორტაჟის მომზადებას და წაყვანას;

ü   გაზეთებისა და ჟურნალებისთვის სტატიების მომზადებას;

ü   ჟურნალისტური ტექსტის გასაგები, გრამატიკულად და სტილისტურად გამართული ენით წერას და ზეპირი ფორმით გადმოცემას.

გამომუშავებული ექნება:

ü  ექსტრემალურ ვითარებაში მუშაობისათვის აუცილებელი თვისებები, მოვლენების ადგილზე არსებული ფაქტორების შეფასების უნარი;

საკუთარი სამუშაოს ორგანიზებისა და დაგეგმვის, ასევე, პრაქტიკული ხასიათის პროექტების განხორციელების უნარი.

 

დასკვნის უნარი

ექნება:

ü  კრიტიკული ანალიზის,  სინთეზის, არგუმენტირებული მსჯელობისა და საკუთარი თვალსაზრისის დამაჯერებლად ჩამოყალიბების უნარი;

ü  მედიაპროდუქტის მომზადებისთვის ამოცანების, პრიორიტეტების, პრობლემის  იდენტიფიკაციის, გააზრების, ადეკვატურად აღქმისა და რეაგირების უნარი;

ü  თემის აქტუალობის განსაზღვრის, ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, დამუშვების, სხვადასხვა სახის მედიატექსტის შექმნის, წყაროებთან მუშაობის, ინფორმაციის დაბალანსებისა და მრავალფეროვნების წარმოჩენის უნარი.

შეძლებს:

ü  ძირითადი საზოგადოებრივი, პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული ტენდენციების შესაბამისად საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას და დაცვას;

ü  ინფორმაციის დიდი ნაკადიდან აქტუალური და საჭირო ინფორმაციის გამორჩევას, სისტემაში მოყვანას, გაანალიზებას და შესაბამისი დასკვნის გამოტანას.

 

 

 

კომუნიკაციის უნარი

შეძლებს:

ü   კოლეგებთან, ფართო საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ პირებთან პროფესიონალურ დონეზე კომუნიკაციის დამყარებას;

ü   პროფესიული საქმიანობისა და ურთიერთობის ქართულ და უცხო ენაზე წარმართვას;

ü   რესპონდენტთან და ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებთან მაღალ პროფესიულ დონეზე ურთიერთობას, პრესრელიზების მომზადებას და  საზოგადოებისთვის  წარდგენას ქართულ და უცხო ენებზე;

ü   დებატებში მონაწილეობას, არგუმენტებითა და კონტრარგუმენტებით ოპერირებას;

ü   პროფესიულ საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიზნობრივად შემოქმედებითად გამოყენებას.

ექნება:

ü   ინფორმაციის გადმოცემის/პრეზენტაციისა და თვითპრეზენტაციის უნარი;

ü   ეფექტური ზეპირი კომუნიკაციისა და გამართულად მეტყველების უნარი;

ü   კითხვის სწორად დასმისა და მოსმენის კულტურა;

ü   კრიზისული და ექსტრემალური სიტუაციების პირობებში გუნდში კვალიფიციური მუშაობის, ზოგადად გუნდური მუშაობის და პროფესიულ კოლექტივში მუშაობის უნარი.

სწავლის უნარი

ექნება:

ü  მიღებული ცოდნის ცხოვრებასა და პრაქტიკულ მოღვაწეობაში გამოყენებისა და შემდგომი გაღრმავების უნარი;

ü  პროფესიულ სივრცეში არსებული გამოცდილების ათვისებისა და ცოდნის მუდმივი განახლების უნარი;

ჟურნალისტური ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასებისა და შემდგომი სწავლის საჭიროების განსაზღვრის, სწორად დაგეგმვისა და რეალიზაციის უნარი.

 

ღირებულებები

მოწოდებული იქნება:

ü  პროფესიული საქმიანობის წარმართვისას მიუკერძოებლად წარმოაჩინოს და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ღირებული ინფორმაცია;

ü  პროფესიული საქმიანობისას იხელმძღვანელოს სიტყვისა და პრესის თავისუფლების პრინციპებით, ობიექტურობით, კონფიდენციალურობის დაცვით, მიუკერძოებულობით, ადამიანის უფლებების პატივისცემით და დაცვით, სამართლებრივი და ეთიკური ნორმებით;

ü  კონკურენტულ გარემოში თვითრეალიზებისთვის გაიზიაროს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პროფესიული ვალდებულებები;

ü  დაიცვას აკადემიური და პროფესიული პატიოსნების პრინციპები და აიღოს პროფესიული და სოციალური პასუხისმგებლობა.

ü  გააზრებული ექნება მედიის სოციალური პასუხისმგებლობა, ჟურნალისტის როლი და მნიშვნელობა საზოგადოების განვითარების პროცესში.

 

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემაშეფასების მიზანია ხარისხობრივად განსაზღვროს სტუდენტის სწავლის შედეგები აკადემიური პროგრამის მიზნებთან და პარამეტრებთან მიმართებაში.

სტუდენტის ცოდნის შეფასება ხორციელდება ზეპირი და/ან წერილობითი ფორმით. სასწავლო კურსის/კომპონენტის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია. შეფასება ითვალისწინებს შუალედურ და დასკვნით შეფასებას, რომელთა ჯამი შეადგენს 100 ქულას.

შეფასების სისტემა უშვებს:

ხუთი სახის დადებით შეფასებას:

1) (A) ფრიადი – შეფასების 91 – 100 ქულა;

2) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81 – 90 ქულა;

3) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71 – 80 ქულა;

4) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61 – 70 ქულა;

5) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51 – 60 ქულა.

ორი სახის უარყოფით  შეფასებას:

1)  (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41 – 50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

2)  (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

შუალედური და დასკვნითი შეფასებებისთვის განსაზღვრულია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი არ აღემატება დასკვნითი შეფასების 60%-ს.

შუალედური და დასკვნითი შეფასებების ქულობრივი განაწილება, მათი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შეფასების რუბრიკები გაწერილია შესაბამისი კომპონენტის სილაბუსში.

კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, ქვემოთ მოყვანილი აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა) შუალედური და დასკვნითი შეფასებების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში;

ბ) საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51 ქულის მოგროვების შემთხვევაში.

დამატებით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ მან საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მოაგროვა 41 – 50 ქულა ან მინიმუმ 51 ქულა, მაგრამ ვერ გადალახა დასკვნითი შესაფებისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

პროფესიული პრაქტიკის შეფასება

I.                    პრაქტიკის შუალედური შეფასება (ფასდება პრაქტიკის მენტორის მიერ)  და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

1.       დასწრება -15 ქულა;

2.       ჩართულობა –  30 ქულა;

3.        კრეატიულობა – 15 ქულა

 

1.     დასწრება – 15 ქულა

სასწავლო კურსის ფარგლებში დაგეგმილი 15 შეხვედრიდან თითოეული გაცდენილი შეხვედრის გამო სტუდენტს ამ კომპონენტით გათვალისწინებული მაქსიმალური 15 ქულიდან მოაკლდება 1 ქულა.

2.     ჩართულობა – 30 ქულა

·         30-27 ქულა – სტუდენტი ბოლომდე ჩართული იყო პრაქტიკის პროცესში, ზედმიწვენით დროულად და ადექვატურად ასრულებდა დავალებებს, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ინიციატივებით,  აუმჯობესებდა სარედაქციო მუშაობას;

·         26-23 ქულა – სტუდენტი უმეტესწილად ჩართული იყო პრაქტიკის პროცესში, ძირითადად დროულად ასრულებდა დავალებებს, ხშირად გამოხატავდა  ინიციატივას და ხელს უწყობდა სარედაქციო მუშაობას;

·         22-19 ქულა – სტუდენტი დროის ძირითად ნაწილი ჩართული იყო პრაქტიკის პროცესში,  ძირითადად დროულად ასრულებდა დავალებებს, ჰქონდა რამდენიმე გამორჩეული ინიციატივა, სასარგებლო იყო სარედაციო მუშაობისთვის;

·         18-15 ქულა – სტუდენტი მეტნაკლებად ჩართული იყო პრაქტიკის პროცესში,  დავალებების ძირითადი ნაწილი დროულად შეასრულა,  ერთი, ანდა ორი კარგი ინიციატივა გამოთქვა, სარედაქციო მუშაობას წაადგა საკუთარი საქმიანობით;

·         14-11 ქულა – სტუდენტი სუსტად იყო ჩართული პრაქტიკის პროცესში, დავალებების მხოლოდ მცირე ნაწილს ასრულებდა დროულად, თითქმის არ ჰქონია ინიციატივა, სარედაქციო მუშაობის პროცესს დიდად არ გამოსდგომია;

·         10-7 ქულა – სტუდენტი ძალიან სუსტად იყო ჩართული პრაქტიკის პროცესში, დავალებების მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულა დროულად; არ გამოუჩენია ინიციატივები, თუმცა სარედაქციო მუშაობა არ შეუფერხებია;

·         6-3 ქულა – სტუდენტი მხოლოდ სიმბოლურად იყო ჩართული პრაქტიკის პროცესში, თითქმის არ შეუსრულებია დავალებები, არ ჰქონია ინიციატივები და არაფერში გამოსდგომია სარედაქციო მუშაობას;

·         2-0 ქულა – შეუძლებელია, ანდა თითქმის შუძლებელია  ჩართულობის შეფასება, რადგან სტუდენტს თითქმის არ უვლია პრაქტიკაზე.

3.     კრეატიულობა -15 ქულა

·         15-12 ქულა – სტუდენტი გამოირჩეოდა შემოქმედებითი აზროვნებით, ჰქონდა ჟურნალისტური თემების საკუთარი იდეები, თავად იძიებდა რესპონდენტებს და თავადვე ძებნიდა ჟურნალისტური მასალის შექმნის კრეატიულ ფორმებს

·         11-8 ქულა – სტუდენტმა გამოავლინა შემოქმედებითი აზროვნება, ხშირად ჰქონდა ჟურნალისტური თემების იდეები, ძირითადად დამოუკიდებლად იძიებდა წყაროებს, შემოქმედებითად ეკიდებოდა ჟურნალისტური მასალის შექმნის პროცესს;

·         7-4 ქულა  – სტუდენტს აღენიშნებოდა შემოქმედებითი აზროვნების თვისებები, მითითების შემთხვევაში თავადაც შეეძლო ორიგინალური იდეების გენერირება და, ასე თუ ისე, შემოქმედებითად ეკიდებოდა ჟურნალისტური მასალის შექმნის პროცესს;

·         3-1 ქულა – სტუდენტმა სუსტი შემოქმედებით უნარი გამოავლინა, უჭირდა საკუთარი იდეების შემოთავაზება და მთლიანად დამოკიდებული იყო ზედამხედველის იდეებზე, ვერ ავლენდა კრეატიულობას ჟურნალისტური მასალის შექმნის დროს;

·         0 ქულა – სტუდენტს საერთოდ არ გამოუვლენია შემოქმედებითი აზროვნება

II ფინალური გამოცდის 40 ქულას შეაფასებს სპეციალური კომისია. ფინალურ გამოცდაზე პრაქტიკანტმა უნდა წარმოადგინოს სამი ჟურნალისტური მასალა, რომელიც ან თავად მოამზადა, ანდა მიიღო აქტიური მონაწილეობა ჟურნალისტური მასალის მომზადებაში. თითოეული ჟურნალისტური მასალის შეფასების მაქსიმალური ქულაა 10, ჯამურად სამ ჟურნალისტურ მასალაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს, მაქსიმუმ, 30 ქულა (3X10).  ჟურნალისტური მასალების პრეზენტაცია და პრაქტიკის დაცვა (დისკუსია, კამათი) კი  ფასდება მაქსიმუმ 10 ქულით.

1.     თითოეული მასალის 10 ქულა ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ü  10-8 ქულა – ჟურნალისტურ მასალაში მოძიებულია მრავალფეროვანი წყაროები, თემა პასუხობს დავალების სათაურს, ენობრივად, სტილურად  სათანადოდაა შესრულებული;

ü  7-5 ქულა – ჟურნალისტურ მასალაში მოძიებულია მცირე ოდენობით წყაროები, თემა ნაწილობრივ პასუხობს სათაურს. ენობრივად, სტილურად   დამაკმაყოფილებლადაა შესრულებული;

ü  4-2  ქულა – ჟურნალისტურ მასალაში მოძიებულია არასაკმარისი ოდენობის წყაროები, თემა არ პასუხობს სათაურს, ენობრივი, სტილური და ტექნიკური შესრულება სუსტია

ü  0 ქულა – ჟურნალისტური მასალა არ არის შესრულებული იმ დონეზე, რომ შეფასებულ იქნას.

 

2.     ჟურნალისტური მასალების პრეზენტაცია და პრაქტიკის დაცვა (დისკუსია, კამათი) – 10 ქულა

10-8 ქულა – სტუდენტმა მკაფიოდ ახსნა რა სამუშაო იქნა გაწეული ჟურნალისტური მასალების მომზადების დროს; დამაჯერებელი პასუხი გასცა შეკითხვებს;

7-5 ქულა – სტუდენტმა გასაგებად ახსნა, თუ რა სამუშაო იქნა გაწეული ჟურნალისტური მასალების მომზადების დროს,  ძირითადად დაასაბუთა საკამათო კითხვები;

4-2 ქულა  –  სტუდენტმა სუსტად და ბუნდოვნად აღწერა ჟურნალისტური მასალების მომზადების პროცესი და მისი ჩართულობა ამ პროცესში;  მკაფიოდ ვერ გასცა პასუხი დასმულ შეკითხვებს;

1-0 ქულა – სტუდენტმა ვერ აღწერა მის მიერ ჟურნალისტური მასალის მომზადების პროცესში გაწეული სამუშაო, ვერ უპასუხა თითქმის ვერც ერთ შეკითხვას.

დასაქმების სფეროკურსდამთავრებულის პროფესიული საქმიანობის სფეროა:

  • სამაუწყებლო (რადიო და ტელევიზია) კომპანიები;
  • ბეჭდური და ახალი მედია კომპანიები;
  • მედიაჰოლდინგები;
  • საინფორმაციო სააგენტოები;
  • სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების პრესსამსახურები;
  • საჯარო სამსახურის სტრუქტურები;
  • კონსალტინგური და სარეკლამო კომპანიები

და სხვ. ორგანიზაციები, სადაც საჭიროა ჟურნალისტის კვალიფიკაციის მქონე კადრი.

კურსდამთავრებულს ასევე შეუძლია გააგრძელოს სწავლა უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე – მაგისტრატურაში, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.