18 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა ფართომასშტაბიანი კონფერენცია თემაზე “ინსტუტუტები, ინოვაციები და საზოგადოება”, რომელმაც საფუძველი ჩაუდო სოციალური ინსტიტუციონალური პლატფორმის განვითარებას.

კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა წარმოადგინეს ინოვაციური პროექტები სახელმწიფოს სისტემის რეფორმაციის შესახებ. მონაწილეებმა შემოგვთავაზეს განათლების სისტემის დღევანდელი პრობლემები და მათი მოგვარების გზები, ჯანდაცვაში არსებული გამოწვევების გადაჭრის ვარიანტები, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის და განვითარების სავარაუდო სცენარი. მოწვეულმა სტუმრებმა და ჟიურის საპატიო წევრებმა პოზიტიურად შეაფასეს წარდგენილი პროექტები. ყველა მონაწილე სამომავლოდ დახმარებას გაუწევს  განათლების, ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროს არსებულ პროექტებში ჩართვით.

კონფერენციის ფარგლებში მსმენელებმა გაიაზრეს დღევანდელი გამოწვევები, მოისმინეს სახელმწიფოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ვითარების შესახებ.

კონფერენციის საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ ბატონი ავთანდილ კასრაძე (საქართველოს ინოვაციების და თექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი), გიორგი კინწურაშვილი (საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი), ანზორ ურდია (საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი), კონსტანტინე თოფურია (საქართველოს უნივერსიტეტის კანცლერი), პაატა შეშელიძე (ახალი ეკონომიკური სკოლის დირექტორი), ბესარიონ ჯობავა (კვალიფიცირებულ იურისტი, მეცენატი), აზერ დილანჩიევი (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკონომიკის პროგრამის კოორდინატორი), ქეთევან კიკილაშვილი (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი).