ასისტენტ-პროფესორი, დოქტორი

 

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის განყოფილების უფროსი; ბატონმა ლაშამ დოქტორის ხარისხი მოიპოვა საკრო კუორეს კათოლიკურ უნივერსიტეტში (მილანი, იტალია), ხოლო ეკონომიკური პოლიტიკის მაგისტრის წოდება მიიღო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ბატონი ლაშა მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგნოზირების, ასევე ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტებში, ატარებდა ტრენინგებს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შზსუ-ში სწავლების პარალელურად აკადემიურ საქმიანობას ეწევა საქართველოს უნივერსიტეტში. არის არაერთი საერთაშორისო ტრენინგის მონაწილე იაპონიაში, ავსტრიაში, თურქეთში, ბელგიაში და სხვა. ბატონი ლაშა ათამდე პუბლიკაციის ავტორია.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კითხულობს სალექციო კურსს ეკონომეტრიკაში.

ელ-ფოსტა: