ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს პროგრამას “ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის”.

სტიპენდია გაიცემა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც

ირიცხებიან ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) პროგრამებზე;

უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის მომენტისათვის რეგისტრირებულნი არიან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (A) ფრიადი (91 ქულა და მეტი) წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად;

სწავლობენ ნებისმიერ საგანმანათლებლო მიმართულებაზე.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი სახელი, გვარი, ფაკულტეტი, სპეციალობა, ტელეფონის ნომერი მისამართზე: nsamkharadze@ibsu.edu.ge არაუგვიანეს 29 სექტემბრისა.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://batumi.ge/ge/index.php?page=show&sec=150