საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სასწავლო პროცესის ადმინისტრატორი, მოწვეული ლექტორი

სოფო ინასარიძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტების და ანალიზისა და მართვის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი. დამთავრებული აქვს საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა „ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში. საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სოფო სწავლობდა თსუ-სა და ვილნიუსის უნივერსიტეტებში. მუშაობდა „ბრიტანულ ცენტრში“ და სკოლაში „British Connection”. გავლილი აქვს პრაქტიკა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პარლამენტსა და პოლიტიკის კვლევის ჯგუფში (BTKK). ჩრდილოეთ ტექსასის და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის (CPPA) წარმატებით გავლის შემდეგ დაჯილდოვდა საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსის სერთიფიკატით.

სოფო ინასარიძე კითხულობს ლექციათა კურსს საგნებში: სამოქალაქო საზოგადოების საფუძვლები და პროფესიული ინგლისური.

ოფისი: A511
შიდა: 154
ელ-ფოსტა: sinasaridze@ibsu.edu.ge