ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაგდა მემანიშვილი ამავდროულად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი. პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 2004 წლიდან. მაგდა მემანიშვილი არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის ელექტრონული კურსის ავტორი. 2007 – 2016 წლებში  ოყო არასამთავრობო მედია  ორგანიზაცია სტუდია „მონიტორის“ გამომძიებელი რეპორტიორი. მაგდა მემანიშვილი არის 12 ვიდეოჟურნალსიტური გამოძიების ავტორი.

ქ-ნი მაგდას სალექციო კურსებია “მე-19 საუკუნის ქართული ჟურნალისტიკის ისტორია”; “მე-20 საუკუნის ქართული პრესის ისტორია”; “სოციალური საკითხების გაშუქება”; “საგამოძიებო ჟურნალისტიკის საფუძვლები”; “საგამოძიებო ჟურნალისტიკის თეორია და პრაქტიკა”.

ოფისი: A507
შიდა: 204
ელ-ფოსტა: mmemanishvili@ibsu.edu.ge