მოგესალმებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც ჩვენ გთავაზობთ განათლების მაღალ სტანდარტებს, რაც გულისხმობს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ერთობლიობას, რათა შევქმნათ შესაბამისი გარემო თქვენი როგორც აკადემიური, ისე პროფესიული განვითარებისთვის.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი შედგება ოთხი საბაკალავრო პროგრამისგან, რაც გაძლევთ არჩევანის საშუალებას ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებს შორის, როგორიცაა საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, ჟურნალისტიკა დასაჯარო ადმინისტრირება & სახელმწიფო მმართველობა. ჩვენ ასევე გთავაზობთ სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამების სახით.
ფაკულტეტის მთავარი მიზანია უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება და მიაწოდოს დასაქმების ბაზარს კვალიფიციური კადრები. აქედან გამომდინარე, საბაკალავრო განათლება მაქსიმალურად ორიენტირებულია სტუდენტებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე, რომელიც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას სწრაფადცვალებად გარემოში, განსაკუთრებით ისეთ დარგებში, როგორიცაა ბიზნესი, პოლიტიკა და ეკონომიკა. სწორედ ამიტომ, ჩვენი აკადემიური პერსონალი მეტწილად დაკომპლექტებულია პრაქტიკოსებისგან, რომლებსაც უკვე აქვთ კარიერა საჯარო თუ კერძო სექტორში და წარმატებით უთავსებენ მას აკადემიურ საქმიანობას.
ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, რაც მოიცავს გაცვლით პროგრამებსა და სტაჟირებებს ევროპულ და ამერიკულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, სტუდენტებს შევუქმნათ ფართომასშტაბიანი პერსპქტივები, რაც ხელს შეუწყობს მათი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას, ასევე მათ სამომავლო კარიერას საქართველოსა და უცხოეთში.
ამასთანავე, ფაკულტეტი მიესალმება კლასგარეშე საგანმანათლებლო აქტივობებს და მხარს უჭერს მოტივირებული სტუდენტების მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებსა და სემინარებში.
გარდა ამისა, ჩვენი ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი შეგიქმნით სასიამოვნო გარემოს და ყველა პირობას გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფისათვის.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და ვიმედოვნებ, გიხილოთ ჩვენს ფაკულტეტზე.

საუკეთესო სურვილებით,

დეკანი,

დოქ. რამაზან აკბაში