მოწვეული ლექტორი, ხელოვნების დოქტორი

ნათია წულუკიძე 1997 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრი არქიტექტურის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე. 2010 წელს კი მიენიჭა ხელოვნებათმცდონდეობის დოქტორის წოდება. 2016 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში პროექტის ხელმძღვანელად, სამეცნიერო კვლევაზე „ფოტოგრაფიის ისტორია და თეორია“. ამასთან, იგი არის საქართველოს ფოტოგრაფ-მოყვარულთა საზოგადოების დამფუძნებელი, ხელმძღვანელი.

კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.

2011 წლიდან კითხულობს ლექციებს „ფოტოჟურნალისტიკაში“ სხვადასხვა უნივერსიტეტში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2017/V/25 – საქართველოს ფოტოგრაფმოყვარულთა საზოგადოება ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის

„ფოტოგრაფიული მიმდინარეობები“ ორგანიზატორი; გამოფენის „ომი და ქალები“ კურატორი.

2016/V/25 – საქართველოს ფოტოგრაფმოყვარულთა საზოგადოება. ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის

„ფოტოგრაფიული მიმდინარეობები“ დამფუძნებელი და ორგანიზატორი; გამოფენის „იისფერი ჯებირი“ კურატორი

2015/V/25 საქართველოს ფოტოგრაფმოყვარულთა საზოგადოება ქართული ფოტოგრაფიის დღის დაარსების იდეის ავტორი; თარიღთან დაკავშირებული აქცია-გამოფენის ორგანიზატორი

2014/IV/23 საქართველოს ეროვნული გალერეა საჯარო ლექცია „ფოტოგრაფია არსი და მისია“ -ავტორი, ორგანიზატორი

ელექტრონული ფოსტა:  natiatsulukidze@yahoo.com