საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით, ხოლო 1998 წელს ასპირანტურა ამავე დარგში. ასევე, წარჩინებით დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემია საერთაშორისო ურთიერთობების/დიპლომატიის სპეციალობით. გავლილი აქვს სასწავლო კურსები პოლონეთში, გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდა საქართველოს ეკონომიკის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოში. ამასთანავე მიწვეული იყო ექსპერტად სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებზე – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ბატონი ნიკა არის 100-ზე მეტი სტატიის და სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 4 წიგნის ავტორი.

კითხულობს ლექციათა კურსს შემდეგ საგნებში: გეოპოლიტიკა, სოციალური და პოლიტიკური გეოგრაფია, საერთაშორისო ორგანიზაციები.

ოფისი: A 507
შიდა: 134
ელ-ფოსტა: nchitadze@ibsu.edu.ge