გრძელდება საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტი „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სალექციო კურსი გაგრძელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ნინო ჩიქოვანის ლექციით თემაზე „მეხსიერების ადგილები“ და მეხსიერების პოლიტიკა საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“. ლექციის ფარგლებში საუბარი შეეხო საბჭოთა ეროვნული პოლიტიკის ისეთ ასპექტებს, როგორიცაა მონუმენტიზაცია, საბჭოთა არქიტექტურაში გამოხატული იდეოლოგია და საკვანძო გზავნილები, რეჟიმების ცვლილებასთან ერთად განვითარებული სიმბოლური მოვლენები და მეხსიერების პოლიტიკის დინამიკა პოსტ-საბჭოთა საქართველოში.

პროექტი ხორციელდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაციონალიზმის და ეთნიკურობის კვლევების სამაგისტრო პროგრამების თანამშრომლობით.  პროექტის ფარგლებში დეკემბრის განმავლობაში მიმდინარეობს სალექციო კურსი, რომელსაც გაუძღვებიან ნაციონალიზმისა და მეხსიერების პოლიტიკის ქართველი და უცხოელი მკვლევარები, ექსპერტები, რომლებიც მიმოიხილავენ საკითხის სხვადასხვა განზომილებებს და დაეხმარებიან პროექტის მონაწილეებს აკადემიური სტატიების შექმნაში. სალექციო კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა მკვლევარები იმუშავებენ სამეცნიერო სტატიებზე, რომელთაგან საუკეთესოები გამოქვეყნდება სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალის სპეციალური გამოცემის სახით. პროექტი დასრულდება გამოცემის პრეზენტაციით მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიის სახით, რომლის ფარგლებშიც პროექტის მონაწილეები წარადგენენ საკუთარ კვლევებს და მათ შედეგებს, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია პანელურ რეჟიმში.

  • IMG_2560_Easy-Resize.com
  • IMG_2562_Easy-Resize.com
  • IMG_2567_Easy-Resize.com
  • IMG_2569_Easy-Resize.com
  • IMG_2570_Easy-Resize.com
  • IMG_2572_Easy-Resize.com
  • IMG_2574_Easy-Resize.com
  • IMG_2625_Easy-Resize.com
  • IMG_2576_Easy-Resize.com
  • IMG_2579_Easy-Resize.com
  • IMG_2581_Easy-Resize.com
  • IMG_2582_Easy-Resize.com
  • IMG_2584_Easy-Resize.com
  • IMG_2622_Easy-Resize.com
  • IMG_2586_Easy-Resize.com
  • IMG_2589_Easy-Resize.com
  • IMG_2590_Easy-Resize.com
  • IMG_2618_Easy-Resize.com
  • IMG_2591_Easy-Resize.com
  • IMG_2596_Easy-Resize.com
  • IMG_2600_Easy-Resize.com
  • IMG_2603_Easy-Resize.com
  • IMG_2609_Easy-Resize.com
  • IMG_2629_Easy-Resize.com
  • IMG_2610_Easy-Resize.com
  • IMG_2611_Easy-Resize.com
  • IMG_2612_Easy-Resize.com