2017 წლის 16 სექტემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გამართავს საორიენტაციო შეხვედრას პირველი კურსის სტუდენტებისთვის. შეხვედრის ფარგლებში პროგრამის ხელმძღვანელები წარუდგენენ მათ სასწავლო პროცესის დეტალებს, ძირითად წესებს, ვალდებულებებსა და უფლებებს, სასწავლო პროცესისთვის საჭირო ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა შეფასების სისტემა, სალექციო და საგამოცდო პროცედურები, სასწავლო პროცესში საჭირო ელექტრონული რესურსებით – ბაზებით და ანგარიშებით სარგებლობა, აკადემიური კალენდარი და ა.შ.
გარდა ამისა, პირველი კურსის სტუდენტებს საშუალება ექნებათ უშუალოდ გაეცნონ გაცვლით პროგრამებზე, სტუდენტურ აქტივობებზე და სხვა საჭირო საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს, რომლებისგანაც უშუალოდ მიიღებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას.

შეხვედრა გაიმართება შაბათს, 16 სექტემბერს 10:30 საათზე საკონფერენციო დარბაზში (B კორპუსი)