შპს “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი” აცხადებს მიღებას საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე.

პროგრამა შექმნილია მსოფლიო წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო გამოცდილების, ახლებური მიდგომების და მრავალფეროვანი შესაძლებლობების გათვალისწინებით. შედეგად, პროგრამა ამზადებს კონკურენტუნარიან კურსდამთავრებულებს, რომლებიც აკმაყოფილებენ დასაქმების ბაზრის ცვალებად მოთხოვნებს.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

1. აპლიკაციის ფორმა (ხელმისაწვდომია: http://ips.ibsu.edu.ge/files/Gerorgian%20Doc/IBSU_R03F35_G_Application_form_son.pdf)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართი,
4. ორი ფოტოსურათი, ელ. ვერსიასთან ერთად (CD)
5. რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე
6. საკვლევი თემის გეგმა (Research Proposal)
7. C1 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (თუ ასეთი არ არსებობს, ჩააბარებს შიდა გამოცდას ინგლისურ ენაში).

შიდა მისაღები პროცედურები:

** საბუთების შერჩევა;
** გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

** სადოქტორო კვლევის თემის სამეცნიერო აქტუალობა;
** აკადემიური გამოცდილება და პროფესიული მომზადება.

საბუთების მიღება ელექტრონული რეგისტრაციის წესით მიმდინარეობს 2017 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე: http://ips.ibsu.edu.ge/index.php/ge/georgian-news/650-2017-2019

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2.
ტელ: +99532 2595009/128
ელ. ფოსტა: secretarypostgrad@ibsu.edu.ge