გრძელდება საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტი „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სალექციო კურსი გაგრძელდა თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის გაგა ნიჟარაძის ლექციით თემაზე „პოსტსოციალისტური საზოგადოებების ფსიქოლოგიური ანალიზი: “საბჭოთა ნარატივი”, რასაც მოჰყვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის დავით სიჭინავას ლექცია „ურბანული უთანასწორობა თბილისსა და ერევანში საბჭოთა პერიოდში“.

პროექტი ხორციელდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაციონალიზმის და ეთნიკურობის კვლევების სამაგისტრო პროგრამების თანამშრომლობით.  პროექტის ფარგლებში დეკემბრის განმავლობაში გაიმართება სალექციო კურსი, რომელსაც გაუძღვებიან ნაციონალიზმისა და მეხსიერების პოლიტიკის ქართველი და უცხოელი მკვლევარები, ექსპერტები, რომლებიც მიმოიხილავენ საკითხის სხვადასხვა განზომილებებს და დაეხმარებიან პროექტის მონაწილეებს აკადემიური სტატიების შექმნაში. სალექციო კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა მკვლევარები იმუშავებენ სამეცნიერო სტატიებზე, რომელთაგან საუკეთესოები გამოქვეყნდება სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალის სპეციალური გამოცემის სახით. პროექტი დასრულდება გამოცემის პრეზენტაციით მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიის სახით, რომლის ფარგლებშიც პროექტის მონაწილეები წარადგენენ საკუთარ კვლევებს და მათ შედეგებს, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია პანელურ რეჟიმში.

  • 8O2A0230_Easy-Resize.com
  • 8O2A0232_Easy-Resize.com
  • 8O2A0234_Easy-Resize.com
  • 8O2A0235_Easy-Resize.com
  • 8O2A0236_Easy-Resize.com
  • 8O2A0237_Easy-Resize.com
  • 8O2A0239_Easy-Resize.com
  • 8O2A0241_Easy-Resize.com
  • 8O2A0243_Easy-Resize.com
  • 8O2A0244_Easy-Resize.com
  • 8O2A0245_Easy-Resize.com
  • 8O2A0246_Easy-Resize.com
  • 8O2A0247_Easy-Resize.com
  • 8O2A0249_Easy-Resize.com
  • 8O2A0251_Easy-Resize.com
  • 8O2A0252_Easy-Resize.com
  • 8O2A0254_Easy-Resize.com
  • 8O2A0257_Easy-Resize.com
  • 8O2A0258_Easy-Resize.com
  • 8O2A0260_Easy-Resize.com
  • 8O2A0261_Easy-Resize.com
  • 8O2A0262_Easy-Resize.com
  • 8O2A0286_Easy-Resize.com
  • 8O2A0290_Easy-Resize.com
  • 8O2A0293_Easy-Resize.com
  • 8O2A0297_Easy-Resize.com
  • 8O2A0300_Easy-Resize.com
  • 8O2A0301_Easy-Resize.com
  • 8O2A0308_Easy-Resize.com
  • 8O2A0310_Easy-Resize.com
  • 8O2A0311_Easy-Resize.com
  • 8O2A0314_Easy-Resize.com