შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტური ინიციატივების დასაფინანსებლად. ფაკულტეტის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს შეუძლია წარმოადგინოს პროფესიული აქტივობის პროექტი ფაკულტეტის საბჭოს წინაშე.

განსახილველად წარმოდგენილი ღონისძიება თემატურად მოქცეული უნდა იყოს ფაკულტეტზე მოქმედი სპეციალობების – საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების ან ჟურნალისტიკის ფარგლებში, უნდა ემსახურებოდეს სტუდენტების პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას. ღონისძიება შეიძლება განხორციელდეს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის ენაზე.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროექტის განსახილველად წარდგენისთვის სტუდენტმა ან სტუდენტთა ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს პროექტის შევსებული შაბლონი ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია. პროექტის შერჩევის შემთხვევაში ინიციატორი სტუდენტი ან სტუდენტთა ჯგუფი შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად განახორციელებს პროექტს მითითებულ ვადებში. პროექტის დასრულებიდან მაქსიმუმ ერთი კვირის ფარგლებში ორგანიზატორი ვალდებულია წარმოადგინოს ღონისძიების მოკლე აღწერა ელექტრონული ან ბეჭდური ფორმით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნინო სამხარაძე, სასწავლო პროცესის ადმინისტრატორი

ოფისი: A512

ელ-ფოსტა: nsamkharadze@ibsu.edu.ge

2017 წლის შემოდგომის სემესტრში წარსადგენი პროექტების ვადები:

პროექტის წარდგენა: 11.09.2017-29.09.2017

პროექტების განხილვა და შედეგების გამოცხადება: 2.10.2017 – 6.10.2017

შერჩეული პროექტების განხორციელება: 9.10.2017-26.01.2018

განხორციელებული პროექტების ანგარიში: პროექტის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გისურვებთ წარმატებებს!