საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა (Public Administration and State Governance)
პროგრამის ხელმძღვანელი აზერ დილანჩიევი – ასოცირებული პროფესორი; ეკონომიკის დოქტორი

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: +995 32 2595005 (205); მობ: +995 599 975952; ელ. ფოსტა: adilanchiev@ibsu.edu.ge

სწავლების საფეხური ბაკალავრიატი (უმაღლესი განათლების I საფეხური)
სწავლების ენა ქართული ენა
საგანმანათლებლო

პროგრამის ტიპი

აკადემიური, ძირითადი სპეციალობა
კრედიტების რაოდენობა 240 ECTS კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია საჯარო მმართველობის ბაკალავრი 1109

(Bachelor of Public Governance)

დაშვების წინაპირობები საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომლსაც აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი, წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიღება წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების  გარეშე.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტებს თანამედროვე ცოდნა და სათანადო კვალიფიკაცია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ფუქციონირების სფეროში. ჩვენი მიზანია, საქართველოში ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისათვის მოვამზადოთ კვალიფიციური კადრები, ზემოაღნიშნული ინსტიტუტების მომავალი ლიდერები თანამედროვე პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ გარემოში ეფექტური და წარმატებული საქმიანობისათვის, რათა მათ გააჩნდეთ ის ცოდნა და უნარჩვევები, რომ მათ შეძლონ წარმატებით გადალახონ მათ წინაშე არსებული სირთულეები და ღირსეულად წარმოადგინონ თავიანთი ქვეყანა როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. სწავლის პროცესში, განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმობა საჯარო ადმინისტრირების სფეროში არსებული თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესწავლას, სამთავრობო  ინსტიტუტების საქმიანობის შესწავლას, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში შესაბამის სფეროში არსებული კანონმდებლობის დეტალურ ანალიზს, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ფუნქციებს და ა.შ. ასევე, საჯარო მმართველობასთან დაკავშირებული ისტორიული, სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ასპექტების დეტალურ ანალიზს. აღნიშნულ სფეროში საქმიანობა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ჩამოყალიბდნენ თანამედროვე საჯარო მოხელეებად. სწავლის პროცესი მომავალ ბაკალავრს საშუალებას მისცემს განავითაროს სტუდენტის შესაძლებლობები იფიქროს, წეროს და მონაწილეობა მიიღოს როგორც სალექციო პროცესის მიმდინარეობისას, ასევე სწავლის პროცესში გამართული სხვადასხვა ღონისძიებების პერიოდში (სემინარები, კონფერენციები და სხვ.) გამართულ დებატებში. ასევე, სტუდენტს შეეძლება განახორციელოს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საქმიანობის დეტალური ანალიზი. შესაბამისად, პროგრამა შესაძლებლობას მოგვცემს სტუდენტს განუვითაროს სოციალურ, ეთიკურ და მორალურ ფასეულობათა პატივისცემა, გადაწყვეტილების მიღების და კომუნიკაციის უნარები, აამაღლოს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა პასუსმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე; შეუქმნას სტუდენტს ყველა პირობა აკადემიური და კარიერული წინსვლისათვის; მოამზადოს ისეთი სპეციალისტი,  რომელიც შეძლებს სამთავრობო და სხვა პოლიტიკური ინსტიტუტების საქმიანობის კრიტიკულ გააზრებას  და რომელსაც საფუძვლიანად ექნება შესწავლილი საჯარო მმართველობის  თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, ექნება პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები; მაღალკვალიფიციური, ეთიკური და სტრატეგიულად მოაზროვნე მომავალ საჯარო მოხელეთა მომზადებით ჩვენს მიზანს წარმოადგენს ხელი შევუწყოთ საქართველოსათვის კვალიფიციური დიპლომატების,  პოლიტიკოსების, მენეჯერების, ანალიტიკოსების, მეცნიერების მომზადებას და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური ცნობიერებისა და კულტურის ამაღლებას, ე.ი. ქვეყნის ძლიერების და განვითარების საფუძვლის შექმნას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ტოტალიტარულიდან დემოკრატიისაკენ და ცენტრალიზირებული გეგმიური ეკონომიკიდან თავისუფალ საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით მყოფი ანუ გარდამავალ პერიოდში  მყოფი ქვეყნისათვის.

 

ჩვენი მიზანია, მოვამზადოთ კვალიფიციური საჯარო მოხელეები სხვადასხვა შესაბამისი სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებისთვის, ზემოაღნიშნული ინსტიტუტების მომავალი ხელმძღვანელები თანამედროვე გარემოში ეფექტური და წარმატებული საქმიანობისათვის, რათა მათ გააჩნდეთ ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლის მეშვეობითაც ისინი  შეძლებენ წარმატებით გადალახონ მათ წინაშე არსებული სირთულეები, ჩააბარონ შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდები.

სწავლის შედეგები   ცოდნა და გაცნობიერება:

  • გააჩნია საჯარო მმართველობის სფეროში – სახელმწიფო სექტორის ფუნქციონირების შესახებ ფართო ცოდნა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ზემოაღნიშნულ სფეროში  არსებული თეორიული ასპექტების კრიტიკულ გააზრებას;
  • გააჩნია სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის საქმიანობის, კომპეტენციების, კონცეფციებისა და ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • იცნობს სახელმწიფო სექტორში მიმდინარე პროცესებს, რითაც მომავალი საჯარო მოხელე შეიქმნის მყარ საფუძველს თეორიული ცოდნის თვალსაზრისით და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებისათვის;
  • ფლობს საჯარო მმართველობის სფეროში სათანადო ტერმინოლოგიას და ასევე გააჩნია ცოდნა სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებლის შესახებ.
  • შესწავლილი აქვს საჯარო ადმინისტრაციისა და სახელმწიფო მმართველობის, ასევე პოლიტიკის, ეკონომიკის და სამართალმცოდნეობის სფეროში  მოქმედი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციები და მასზე მოქმედი ძირითადი -აქტორების ზეგავლენის ეფექტები;
  • აცნობიერებს  საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო პოლიტიკის როლსა და ადგილს თანამედროვე პერიოდში;

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი :

·         შეუძლია საჯარო მმართველობის სფეროში სამეცნიერო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული მითითებების შესაბამისად შესაბამისი კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება, რომელიც შესაძლებელია შემდგომში წარდგენილ იქნეს სხვადასხვა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა შესაბამის ღონისძიებაზე;

·         შესწევს უნარი სწავლის პროცესში მიღებული ცოდნა და უნარები გამოიყენოს კონკრეტული პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტისათვის საჯარო სექტორში არსებული მდგომარეობის ანალიზის მიმართულებით, შესაბამისი წყაროს მოძიების, განმარტებისა და გამოყენების მეშვეობით;

·         ფლობს საჯარო ადმინისტრაციის სფეროში არსებული დოკუმენტების შემუშავების უნარს, ამასთან, შეუძლია გაითვალისწინოს საზოგადოებრივი ინტერესები, პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორები;

·         შეუძლია საჯარო მმართველობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე არსებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიტიკური და სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება.

·         კითხვა  – შეუძლია დამოუკიდებლად და სწრაფად  სხვადასხვა თემებზე დაწერილი ან გამოქვეყნებული ტექსტების კითხვა; ინფორმაციის სხვადასხვა წყაროების გამოყენება;

·         წერა  – შეუძლია წერილობით მკაფიოდ ჩამოაყალიბოს თავისი მოსაზრებები და პოზიცია სხვადასხვა თემაზე; შეუძლია ანგარიშის და ანალიტიკური ხასიათის მასალის მომზადება, წერილობითი პოზიციის დაფიქსირება სხვადასხვა შეხედულებებთან დაკავშირებით;

·         მოსმენა – შეუძლია დარგისთვის სპეციფიკური  საჯარო გამოსვლებისა თუ აუდიო მასალის მასალის მოსმენა მისი გააზრება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა.

·         ლაპარაკი- შეუძლია თავისი მოსაზრებისა თუ პოზიციის მკაფიოდ ჩამოყალიბება ზეპირი სახით სხვადასხვა თემებზე;

·         გარკვეულია და შეუძლია აღწეროს საჯარო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, თავისებურებები და პერსპექტივები;

·         შეუძლია დასახოს გზები ორგანიზაციის შიგნით პიროვნებათშორისი და სხვადასხვა დეპარტამენტებსა და სამსახურებს შორის არსებული კონფლიქტებისა და სხვა არასასურველი მოვლენების შედეგების განეიტრალებისათვის, კონფლიქტების აღკვეთისათვის;

·         მიიღოს გამოცდილება ორგანიზაციის შიგნით სხვადასხვა სტრუქტურებს შორის კომუნიკაციის განვითარებაში;

·         მიიღოს გამოცდილება სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სფეროში.

·         შეუძლია პროფესიულ კონტექსტში მოლაპარაკებაში და კონფლიქტების მოგვარებაში,  გუნდური გადაწყვეტილებების შემუშავებაში მონაწილეობა;

·         შეუძლია საქმიანი დოკუმენტის შედგენა საჯარო სამსახურში არსებული, ასევე დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ტერმინოლოგიის გამოყენებით;

 

 დასკვნის უნარი :

  • გააჩნია შესაძლებლობა შეაგროვოს საჯარო სექტორის  სფეროში არსებული მასალები მათი შემდგომში დამუშავებისა და ანალიზის  მიზნით;
  • შეუძლია საჯარო ადმინისტრაციის სფეროში ინფორმაციის მიღება და გადამუშავება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, მონაცემთა ინტერპრეტაცია;
  • შეუძლია საჯარო სექტორში არსებული პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების განსაზღვრა,  საკუთარი პოზიციის დასაბუთება და დაცვა, შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება;
  • შეუძლია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საჯარო სექტორის ფუნქციონირების ანალიზი;
  • შეუძლია საჯარო ადმინისტრაციის სფეროში მოქმედი სახელისუფლებო (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო) სტრუქტურების საქმიანობის გააზრება და/ან შესაბამისი დასკვნების გამოტანა;

 

კომუნიკაციის უნარი :

  • შეუძლია საჯარო პოლიტიკისა და საჯარო მმართველობის სფეროში არსებული იდეების, კონცეფციების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის და სხვა შესაბამისი ხასიათის დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი დაინტერესებული პირებისათვის დოკუმენტში არსებული ძირითადი ასპექტების ზეპირი პრეზენტაცია;
  • შეუძლია თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების რაციონალურად გამოყენება;
  • შეუძლია საჯარო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტოლოგებთან, სამართალმცოდნეებთან, შესაბამისი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებთან დისკუსიაში მონაწილეობის მიღება, სამუშაო თათბირისა თუ შეხვედრის პროცესში საკუთარი პოზიციის თანამშრომლებისა და კოლეგებისათვის ნათლად და გააზრებულად წარმოდგენა;
  • შეუძლია ინგლისურ ენაზე  კონკრეტულ საკითხზე კვლევის განხორციელება და ნაშრომის წარმოდგენა როგორც წერილობით, ასევე ზეპირად, განსაკუთრებით საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობის პროცესში;
  • აქვს საჯარო ადმინისტრაციისა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში არსებული შესაბამისი საინფორმაციო ბაზებისა და პროგრამების გამოყენების უნარი.

სწავლის უნარები :

  • შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის დეტალური გათვითცნობიერება, კონკრეტულ სასწავლო სემესტრში არსებული სალექციო კურსების შესაბამისად შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს კონკრეტული სალექციო კურსის გარშემო ცოდნის გაღრმავებას, ძირითადი ნაკლოვანებების აღმოფხვრას შემდგომ კურსებზე სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
  • შეუძლია დამოუკიდებლად მოიპოვოს შესაბამისი ლიტერატურა, მათ შორის ელექტრონული მასალა და შესაბამისი წყაროების გამოყენებით, აიმაღლოს ცოდნა და კვალიფიკაცია,  ინდივიდუალურად იმუშაოს შესაბამის დისციპლინაში არსებულ სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურასთან;

ღირებულებები :

  • მონაწილეობს საჯარო ადმინისტრაციის და სახელმწიფო მმართველობის სფეროსა და საზოგადოდ ეთიკური ღირებულებების ფორმირების პროცესში და ისწრაფვის მათ დასამკვიდრებლად:
  • პატივს სცემს მრავალფეროვნებას;
  • აქვს საზოგადოების წინაშე მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შეუძლია გარკვეულ ვითარებაში კომპრომისზე წასვლა; ახდენს ენთუზიაზმისა და ინიციატივის დემონსტრირებას, ეფექტურად ურთიერთობს სამუშაო/სასწავლო ჯგუფში, გამომუშავებული აქვს იმ ეთიკური პრობლემების ამოცნობის, შესაბამისი გადაწყვეტილებების  შერჩევისა და დაცვის უნარი, რომელსაც ადგილი აქვს საჯარო ადმინისტრაციისა და პოლიტიკის სფეროში;
  • აცნობიერებს სამართლებრივ, ეთიკურ და კულტურულ პასუხისმგებლობის როლს ორგანიზაციაში და საზოგადოებაში, გააჩნია პროფესიული პასუხისმგებლობა;
  • ჩამოყალიბებული აქვს უსაფრთხოების დაცვის ვალდებულების შეგნება, განსხვავებებისა და კულტურული მრავალფეროვნების დაფასებისა და პატივისცემის უნარი;
  • გაცნობიერებული აქვს გენდერული თანასწორობის და ეთიკური ნორმების საფუძველზე ქცევის მნიშვნელობა.

 

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა შეფასების მიზანია ხარისხობრივად განსაზღვროს სტუდენტის სწავლის შედეგები აკადემიური პროგრამის მიზნებთან და პარამეტრებთან მიმართებაში.

სტუდენტის ცოდნის შეფასება ხორციელდება ზეპირი და/ან წერილობითი ფორმით. სასწავლო კურსის/კომპონენტის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია. შეფასება ითვალისწინებს შუალედურ და დასკვნით შეფასებას, რომელთა ჯამი შეადგენს 100 ქულას.

შეფასების სისტემა უშვებს:

ხუთი სახის დადებით შეფასებას:

1) (A) ფრიადი – შეფასების 91 – 100 ქულა;

2) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81 – 90 ქულა;

3) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71 – 80 ქულა;

4) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61 – 70 ქულა;

5) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51 – 60 ქულა.

ორი სახის უარყოფით  შეფასებას:

1)  (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41 – 50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

2)  (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

შუალედური და დასკვნითი შეფასებებისთვის განსაზღვრულია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი არ აღემატება დასკვნითი შეფასების 60%-ს.

შუალედური და დასკვნითი შეფასებების ქულობრივი განაწილება, მათი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შეფასების რუბრიკები გაწერილია შესაბამისი კომპონენტის სილაბუსში.

კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, ქვემოთ მოყვანილი აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა) შუალედური და დასკვნითი შეფასებების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში;

ბ) საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51 ქულის მოგროვების შემთხვევაში.

დამატებით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ მან საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მოაგროვა 41 – 50 ქულა ან მინიმუმ 51 ქულა, მაგრამ ვერ გადალახა დასკვნითი შესაფებისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

 

შეფასების ფორმატი

•             პროექტის შემუშავება/პრეზენტაცია/რეფერატი/მცირე ზომის საკურსო ნაშრომი

•             შემთხვევის/სიტუაციის ანალიზი (Case study)

•             ჯგუფური/ერთობლივი (Collaborative) მუშაობა

•             დებატები

•             ესსე კინოფილმზე დაყრდნობით

•             ვიდეო პრეზენტაცია

•             სიმულაცია

•             სასამართლო პრაქტიკის (ქეისის) ჯგუფური ანალიზი/პრეზენტაცია:

•             საშინაო დავალება

•             ქვიზი

•             საჯარო გამოსვლა

•             სემინარები

•             შუალედური შეფასება წერილობითი სახით

•             შუალედური და დასკვნითი გამოცდა ზეპირი/წერილობითი სახით

•             ოფიციალური დოკუმენტის შექმნა

•             არგუმენტების კლასიფიცირება

•             მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია

 

–         საბაკალავრო ნაშრომის შეფასების რუბრიკა

შუალედური შეფასება (60 ქულა) :

საბაკალავრო ნაშრომის გეგმა (20 ქულა)

•             პრობლემის აღწერა (3 ქულა)

•             ლიტერატურის მიმოხილვა (6 ქულა)

•             კვლევის მეთოდოლოგია (6 ქულა)

•             საპრეზენტაციო უნარები (2 ქულა)

•             კითხვა-პასუხის ნაწილი (3 ქულა)

 

საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული შეფასება (40 ქულა)

•             ნაშრომის სტრუქტურა (4 ქულა)

•             პრობლემის არწერა (5 ქულა)

•             ლიტერატურის მიმოხილვა (7 ქულა)

•             კვლევის მეთოდოლოგია (7 ქულა)

•             მონაცემთა ანალიზი (12 ქულა)

•             აკადემიური ენა და წყაროების მითითება (5 ქულა)

 

–         ფინალური შეფასება

საბაკალავრო ნაშრომის დაცვა (40 ქულა)

•             პრობლემის აღწერა (6 ქულა)

•             ლიტერატურის მიმოხილვა (7 ქულა)

•             კვლევის მეთოდოლოგია (7 ქულა)

•             მონაცემთა ანალიზის შედეგების წარდგენა (11 ქულა)

•             კითხვა-პასუხის ნაწილი (6 ქულა)

•             საპრეზენტაციო უნარები (3 ქულა)

 

–         სასწავლო პრაქტიკის  შეფასების რუბრიკა

შუალედური შეფასება (60 ქულა):

შუალედურ შეფასება ხორციელდება პრაქტიკის მენტორის მიერ და მოიაზრებს ორგანიზაციაში სტუდენტის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებას შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

•             შესრულებული სამუშაოს ხარისხი (25 ქულა):

•             ორგანიზებულობა/პუნქტუალურობა (10 ქულა)

•             ორგანიზაციის ქცევის წესების დაცვა/კორპორატიული კულტურა (5 ქულა)

•             კომუნიკაციის უნარი (10 ქულა)

 

ფინალური შეფასება (40 ქულა)

სტუდენტის ფინალურ შეფასებას განსაზღვრავს ფაკულტეტზე შექმნილი სპეციალური კომისია (მინუმუმ 3 წევრი), რომლის წევრთაგან ორი აუცილებლად უნდა იყოს პრაქტიკის ხელმძღვანელი და პროგრამის კოორდინატორი.

ფინალური შეფასება დგინდება პრაქტიკის ანგარიშის საფუძველზე, რომელიც შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

 

•             სამუშაოს აღწერა: მოვალეობები და პასუხისმგებლობები (15 ქულა):

•             ორგანიზაციის მიზნებისა და საქმიანობის გათვითცნობიერება (5 ქულა)

•             პრაქტიკის შედეგები (10 ქულა):

•             პრეზენტაცია (5 ქულა):

•             კითხვებზე პასუხის გაცემა (5 ქულა)

დასაქმების სფერო საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულთა დასაქმების ყველაზე რელევანტურ სფეროდ სახელმწიფო სექტორი მოიაზრება. კერძოდ, სახელმწიფო უწყებები ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე, მათ შორის, აღმასრულებელი და საკონმდებლო სახელისუფლებო შტოების ადმინისტრაციული რგოლები. რადგან პროგრამა სტუდენტებს აწვდის არამხოლოდ დარგისთვის სპეციფიკურ კონკრეტულ ცოდნას, არამედ  ყურადღებას ამახვილებს მართვის ისეთ უნივერსალურ საკითხებზე, როგორიცაა მენეჯმენტი, ორგანიზაციული ქცევა, პროექტის მენეჯმენტი, ბიუჯეტირება და სხვა., პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმების არეალად მოიაზრება არამხოლოდ საჯარო და არასამთავრობო სექტორი არამედ  საერთაშორისო ორგანიზაციები თუ  კერძო კომპანიები.