28 სექტემბერს მსოფლიო აღნიშნავს ინფორმაციის თავისუფლების დღეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მართავს საჯარო ლექციას თემაზე „ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში“. შეხვედრა გაიმართება ხუთშაბათს, 13:00 საათზე A101 აუდიტორიაში.

ლექციის ძირითადი თემები იქნება: რა არის და რა არ არის საჯარო ინფორმაცია, რისთვის არის საჭირო საჯარო ინფორმაცია, როგორ გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია, ყველაზე გამჭვირვალე და დახურული საჯარო უწყებები საქართველოში, პროაქტიული გამჭვირვალობა, ძირითადი მიღწევები და გამოწვევები ინფორმაციის თავისუფლების კუთხით.

ინფორმაციის თავისუფლების დღე მსოფლიოში 2002 წლიდან აღინიშნება, ხოლო IDFI საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესებაზე 2009 წლიდან ზრუნავს.

IDFI-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: https://idfi.ge/ge