ეკატერინე ფიფია, პროფესორი, დოქტორი
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობა შესაბამისობაშია:

  • საქართველოს კანონთან უმაღლესი განათლების შესახებ (მუხლი 25, ნაწილი 4);
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მითითებებთან;
  • ავტორიზაციის და აკრედიტაციის სტანდარტებთან;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის რეგულაციებთან;
  • უნივერსიტეტის სხვა რეგულაციებთან და შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებთან.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ფუნქციები:

  • მონაწილეობა ხარისხის უზრუნველყოფის საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო პოლიტიკის, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და პროცედურების, სწავლებისა და კვლევის შეფასების წესის შემუშავების პროცესში;
  • თანამშრომლობა საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად;
  • მონაწილეობა  სასწავლო  პროცესთან,  სამეცნიერო  კვლევებთან,  ბოლონიის პროცესის დანერგვასთან, ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებული  საუნივერსიტეტო  დოკუმენტების,  ინსტრუქციების, წესების შემუშავების პროცესში;
  • მონაწილეობა საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების პერიოდული აკადემიური ექსპერტიზის ორგანიზების პროცესში ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით;
  • უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობით რეკომენდაციების წარმოდგენა საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორებისთვის საბაკალავრო,  სამაგისტრო, სადოქტორო   საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის შესახებ, მათი ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის საფუძველზე;
  • მონაწილეობა    აკადემიური    პერსონალის    თვითშეფასების    კითხვარის შემუშავებაში;
  • მონაწილეობა სტუდენტების გამოკითხვის კითხვარის შემუშავების პროცესში, გამოკითხვების ორგანიზება, შედგების შეგროვებადა დამუშავება;
  • სტუდენტთა გამოკითხვის შედეგების გაცნობა ფაკულტეტის იმ აკადემიური პერსონალისთვის, რომელსაც შეეხო გამოკითხვა;
  • სტუდენტთა შეფასებების მონიტორინგის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით;
  • მონაწილეობა    სწავლებისა    და    შეფასების    თანამედროვე    მეთოდების(კრედიტები, მოდულები და ა. შ.) დანერგვის პროცესში;
  • საკონსულტაციო  და  საინფორმაციო  შეხვედრების  ჩატარება  ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ბოლონიის პროვესთან, საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასთან, ავტორიაზციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;
  • საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის დადგენა აკრედიტაციის სტანდარტებთან და რეკომენდაციების წარმოდგენა პროგრამების კოორდინატორებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდართებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე;
  • მონაწილეობა უნივერსიტეტის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის ავტორიზაციის სტანდართებთან შესაბამისობის დადგენის პროცესში;
  • ადმინისტრაციული(დამხმარე) პერსონალის საქმიანობის შეფასების კითხვარის შემუშავებაში მონაწილეობა და გამოკითხვის ორგანიზება და შედეგების დამუშავება;
  • ფაკულტეტის ადმინისტრაციული(დამხმარე) პერსონალის საქმიანობის შეფასების შედეგების გაცნობა ფაკულტეტისა და ადმინისტრაციისთვის;
  • მონაწილეობა   ადმინისტრაციული(დამხმარე) პერსონალის საქმიანობის შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავებაში;
  • მონაწილეობა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარის, თვითშეფასების ანგარიშის და თანდართული დოკუმენტაციის მომზადების პროცესში;
  • მონაწილეობა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში;
  • უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება, მისი ვებგვერდზე განთავსებისა და მისი ვებგვერდიდან დროულ მოხსნაზე ზედამხედველობა(ან არქივში, ან ვებგვერდის შესაბამის განყოფილებაში გადატანა);
  • ინტერნეტში(ოფიციალურ ვებგვერდებზე) ინფორმაციის სისტემატური მოძიება ბოლონიის პროცესის სამდივნოს, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული რეესტრის და მისი წევრი ორგანიზაციების, ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაციის საერთაშორისო სააგენტოების, ევროპის უნივერსიტეტების უწყვეტი განათლების ქსელის, შესაბამისი პროფილის ორგანიზაციების საქმიანობისა და სიახლეების შესახებ;
  • უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობა და მიღებული გადაწყვეტილებებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის ფაკულტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის გავრცელება.