სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

 

2015 წლიდან რამაზან აკბაში იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სოციალურ საკითხებში; 2017 წლიდან იკავებს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პოზიციას. 2009 წლიდან არის ზამანის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და რექტორის მრჩეველი. ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ბიზნესის ადმინისტრირებაში მოიპოვა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხოლო დოქტორის ხარისხი მიიღო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბატონი რამაზანის ძირითადი კვლევითი ინტერესებია მენეჯმენტი, სტრატეგიული მართვა, განათლების მენეჯმენტი, კარიერული განვითარების მართვა და მმართველობითი სისტემები უმაღლეს განათლებაში.

რამაზან აკბაში კითხულობს ლექციებს მენეჯმენტის საფუძვლებში, ორგანიზაციულ ცვლილებებსა და განვითარებაში.

 

ოფისი: A 511

შიდა: 149

ელ-ფოსტა: rakbas@ibsu.edu.ge