პოლიტიკური კვლევის ცენტრი

პოლიტიკური კვლევის ცენტრი არის შავი ზღვის საერთაშორისო  უნივერსიტეტში არსებული უპარტიო კვლევითი ცენტრი. მის ხედვას წარმოადგენს როგორც კვლევისა და სწავლების განვითარება, ასევე ანგარიშვალდებული და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შავი ზღვის რეგიონში. სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის მნიშვნელობის გათვალისწინებით, პკც-ის მიზანია წვლილი შეიტანოს ისეთი მსოფლიოს შექმნაში, რომელშიც კვლევა და სწავლება მიუკერძოებელი იქნება ნებისმიერი მსგავსი იდეოლოგიისგან.

პკც – ის მისია, დაფუძნებულია სამ უმთავრეს პრინციპზე: კვლევა, სწავლება და კავშირების დამყარება სამცნიერო და სასწავლო დაწესებულებებს შორის. პკც-ის მიზნები მოიცავს, თუმცა არ შემოისაზღვრება, შემდეგით:


შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკურ კვლევათა ცენტრი

ცენტრი 2015 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს ყოველდღიური კვლევითი პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ბროშურების გამოქვეყნებას, რომლებიც მოიცავს შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ანალიტიკურ ნაშრომებს, ტრენინგ-კურსების ორგანიზებას, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამების უზრუნველყოფას და სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუციებისთვის რეკომენდაციების შემუშავებას.

 


    ეკონომიკის კვლევის ცენტრი

ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს ეკონომიკური კვლევებისთვის ხელსაყრელი გარემოს განვითარებას და ანალიტიკური კვლევების უზრუნველყოფით ცოდნის ახალი ბაზის შექმნას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ამ სფეროში მოღვაწე ექსპერტებისა და გამორჩეული ახალგაზრდებისთვის.  ცენტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ხელს შეუწყობს ობიექტური მოსაზრებების ჩამოყალიბებას,  მიმდინარე მოვლენების სწორად შეფასებასა და საუკეთესო სტრატეგიების შემუშავებას.

ცენტრის ამოცანაა ქვეყნის მოწინავე ექსპერტებთან თანამშრომლობითა და კვალიფიციური კვლევების ხელშეწყობით:

– იყოს საიმედო ინფორმაციის მიმწოდებელი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის და დაინტერესებული პირებისათვის;

– მოახდინოს მიმდინარე ეკონომიკური პრობლემების კომპლექსური შესწავლა და შეფასება.