ასოცირებული პროფესორი, დოქტორი

 

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ეკონომიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი);

ბატონი რომანი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი. იკავებდა ეკონომიკური რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობებს, 2005-2007 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხოლო 2007-2012 წლებში – საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. ბატონი რომანი არის ასამდე სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის რამდენიმე მონოგრაფიის) და მრავალი სამეცნიერო-პოპულარული პუბლიკაციის ავტორი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს მონეტარულ ეკონომიკასა და საქართველოს ეკონომიკაში.

ელ-ფოსტა: rgotsiridze@gmail.com