აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიებს აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის პოლიტიკის მეცნიერების დარგში.

სტიპენდია გადაეცემა მაგისტრატურის ერთ სტუდენტს 150 ლარის, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტს 100 ლარის ოდენობით ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.
სტიპენდიის მინიჭების მსურველებმა უნდა წარადგინონ დანართში მითითებული დოკუმენტები. სტიპენდიის თაობაზე განცხადებას კომისია განიხილავს ახალი სასწავლო წლის დადგომამდე, კერძოდ, 10 აგვისტომდე და გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით.
სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბრძანება